ზოგადი ინფორმაცია

ვიზის მცნება, კატეგორია, მიზნები და ტიპები.

 

მცნება.

 

ვიზა - ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც იძლევა იურიდიულ საფუძველს, რომ ქვეყანაში ჩამოვიდეს უცხოელი, რომელიც ჩამოდის იმ წესით, რომლისთვისაც მოითხოვება ვიზა, იმყოფებოდეს ქვეყანაში დროებით, ვიზაში მითითებული დარჩენის ვადით, ამ პერიოდში დადგენილი წესით გაიაროს სასაზღვრო–საკონტროლო პუნქტები და წავიდეს ქვეყნიდან.

 

კატეგორიები.

 

ვიზას გააჩნია სამი კატეგორია: დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ჩვეულებრივი.

 

ტიპები.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩამოსულ უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შემდეგი წესით უფორმდებათ 2 ტიპის ვიზა - შესვლის ან სატრანზიტო ვიზა:

1. შესვლის ვიზა - ამ ტიპის ვიზის მოქმედების ვადა 3 დღიდან 3 თვემდეა. ერთჯერადი (ჩვეულებრივი) შესვლის ვიზა - ამ ვადის განმავლობაში ქვეყანაში ერთხელ შესვლა-გამოსვლის ნებართვას იძლევა.

მრავალჯერადი შესვლის ვიზა - ამ ტიპის ვიზის მოქმედების ვადა 1 წლიდან 2 წლამდეა. ეს ვიზა პირს აძლევს შესაბამისი ვადის განმავლობაში ქვეყანაში მრავალჯერ შესვლა-გამოსვლის ნებართვას.

იმ შემთხვევაში, თუ ვიზა არ იქნება გამოყენებული ამ ვადების განმავლობაში, ის ძალას კარგავს.

2. ერთჯერადი ან მრავალჯერადი სატრანზიტო ვიზა - გაიცემა მესამე ქვეყნებში მიმავალ უცხოელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანზიტით გასავლელად. სატრანზიტო ვიზა მის მფლობელს აძლევს საშუალებას, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დარჩეს არაუმეტეს 5 დღისა.

 

მიზნები.

 

უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ, ქვეყანაში შემდეგი მიზნებით ჩამოსვლის შემთხვევაში, მიიღონ ჩვეულებრივი კატეგორიის შესვლის ვიზა:

  • საქმიანი მიზნით
  • სამეცნიერო მიზნით
  • განათლების მიზნით
  • შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით
  • ტურისტული მიზნით
  • კულტურული მიზნით
  • სპორტული მიზნით
  • ჰუმანიტარული მიზნით
  • პირადი ვიზიტის მიზნით
  • მხოლოდ ოფიციალური მიზნით ქვეყანაში ჩამოსულ პირებს ეძლევათ დიპლომატიური ან სამსახურეობრივი კატეგორიის შესვლის ვიზა.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განხორციელების მსურველი უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირების საყურადღებოდ!

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ჩამოსვლის მსურველი უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულოების მიერ ფორმდება ერთჯერადი ჩვეულებრივი შესვლის ვიზა მუშაობის მიზნით.

„უცხოელის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებისათვის ინვიდუალური ნებართვის გაცემის წესების და ამ ინდივიდუალური ნებართვის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2000 წლის 6 დეკემბრის №214 გადაწყვეტილების თანახმად, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს ჩვენს ქვეყანაში შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ინდივიდუალური ნებართვის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მხოლოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩამოსვლის შემდეგ.