კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა და შეზღუდვები

„ქვეყნიდან გასვლის, ქვეყანაში შემოსვლის და პასპორტების შესახებ“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის მე–12 მუხლის თანახმად, უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შემოსვლაზე ყადაღა შეიძლება დაედოს შემდეგ შემთხვევებში:

1) თუ ამას მოითხოვს ეროვნული უსაფრთხოების, ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესი;

2) თუ ეს აუცილებელია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეთა და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის;

3) თუ პირმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში წინა ჩამოსვლის დროს დაარღვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონების მოთხოვნები;

4) თუ პირმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩამოსვლის შესახებ შუამდგომლობის შეტანისას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ;

5) თუ ფსიქიკური ან გადამდები დაავადებების მქონე პირის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩამოსვლა საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას (გამონაკლისს წარმოადგენენ ის პირები, რომლებიც არ ქმნიან ამგვარ საფრთხეს და ჩამოდიან საკუთარი ხარჯით, ან კანონიერი მეურვეების ან წარმომადგენლების მატერიალური მფარველობის ქვეშ);

6) თუ პირი ადრე გაყვანილი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ;

7) თუ პირის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შემოსვლა მიჩნეულია არასასურველად.

ამ დროს პირს უარს ეუბნებიან ვიზის გაცემაზე. უარის თქმის შესახებ ამ გადაწყვეტილების და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ წერილობით ეცნობება ვიზის გაცემისთვის მომმართავ პირს. 

იმ შემთხვევაში, თუ ვიზის გაცემის შესახებ განცხადება–მიმართვის განხილვისას დაშვებული იქნება გაჭიანურება ან უარი ითქმევა განცხადების განხილვაზე, უცხოელებს შეუძლიათ ეს გაასაჩივრონ ადმინისტრაციული წესით და (ან) სასამართლოში.

ყურადღება! ვიზის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უკან არ დაბრუნდება!

უცხოელები, რომლებიც დაარღვევენ „ქვეყნიდან გასვლის, ქვეყანაში შემოსვლის და პასპორტების შესახებ“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის მოთხოვნებს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარს გადაკვეთენ ვიზის გარეშე ან ვადაგასული პასპორტით და სხვა დოკუმენტებით, უკან იქნებიან დაბრუნებულნი.

ამავე დროს, ქვეყნიდან გასვლის და ქვეყანაში შემოსვლის კანონით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, ბრალეული პირები მიცემულნი იქნებიან ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსის თანახმად, უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები შეიძლება პასუხისგებაში მიცენულნი იქნან შემდეგი წესით:

  • აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ყოფნის, ან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესების დარღვევისთვის – უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები ადმინისტრაციული წესით გაყვანილნი იქნებიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, ან არ იქნებიან გაყვანილნი და დაჯარიმდებიან სამასი მანათიდან ოთხას მანათამდე ოდენობით;
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებითი ან მუდმივი ბინადრობის დოკუმენტების დაკარგვის ან განზრახ დაზიანებისთვის – დაჯარიმდებიან თხუთმეტი მანათიდან ოცდახუთ მანათამდე ოდენობით.

 

უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან გასვლა შეიძლება დროებით შეზღუდულ იქნას შემდეგ შემთხვევებში:

1) თუ მათი გასვლა ეწინააღმდეგება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესს – ამ საფუძვლის აღმოფხვრამდე;

2) თუ ისინი სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილნი არიან ეჭვმიტანილ ან ბრალდებულ პირად – მათ თაობაზე სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოების დასრულებამდე;

3) თუ ისინი გასამართლებულნი არიან დანაშაულის ჩადენისთვის – სასჯელის მოხდისგან განთავისუფლებამდე, ან სასჯელის სრულად მოხდამდე;

4) თუ მათ წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილია სამოქალაქო სარჩელი – შესაბამისად აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.