ვიზის გაცემისთვის მიმართვის შეტანა და ვიზის გაცემის წესები

არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს (ყველა სხვა, გარდა იმ ქვეყნების მოქალაქეებისა, რომლებთანაც არსებობს შეთანხმება ორმხრივი წესით უვიზო მიმოსვლის შესახებ) შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ და ქვეყნიდან გავიდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი პირადი პასპორტების საფუძველზე და გაფორმებული ნებართვის – ვიზის საფუძველზე.

ამისათვის უცხოელებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა ჩამოსვლის მიზნის და ვადის მითითებით განცხადება–ანკეტით უნდა მიმართონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობას და საკონსულოს საზღვარგარეთის იმ ქვეყანაში, სადაც ისინი იმყოფებიან.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მოქმედებს უვიზო (გამარტივებული) მიმოსვლის რეჟიმი, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, როგორც წესი, შეუძლიათ მიმართონ და ვიზა მიიღონ მხოლოდ „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩამოსვლის მსურველი უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ვიზების გაფორმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2010 წლის 13 სექტემბრის №326 განკარგულებაში მითითებულ შემთხვევებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის საერთაშორისო აეროპორტებში მოქმედ სავიზო განყოფილებებში:

  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამმართველოს სავიზო განყოფილება ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში;
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამმართველოს სავიზო განყოფილება განჯის საერთაშორისო აეროპორტში;
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს სავიზო განყოფილება ნახჭევანის საერთაშორისო აეროპორტში.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ან აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულოები  უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების განცხადებებს ვიზის გაცემის შესახებ განიხილავენ მიმართვის შემოსვლის დღიდან არაუგვიანეს ერთი თვის გასვლამდე.

იმ შემთხვევაში, თუ უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში დაკავშირებულია მათ სასწრაფო მკურნალობასთან, ან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები მათი ნათესავის მძიმე ავადმყოფობასთან ან გარდაცვალებასთან, უნდა წარმოდგენილ იქნას ამ ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ შემთხვევაში მათი მიმართვა განიხილება არაუგვიანეს 48 საათის გასვლამდე.