უკანონო ვიზიტები მთიან ყარაბაღში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოკუპირებული მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე ვიზიტებთან დაკავშირებით.

 

აზერბაიჯანის სამთავრობო ორგანოები აცხადებენ, რომ ამჟამად სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო აგრესიის ქვეშ მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიან ყარაბაღსა ან მიმდებარე შვიდ რაიონში წინასწარ მიღებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური თანხმობის გარეშე ნებისმიერი პირის მიერ ოფიციალური, საქმიანი, ჰუმანიტარული, ტურისტული ან სხვა ხასიათის ვიზიტების განხორციელება ჩაითვლება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სახელმწიფო საზღვრების უკანონო და უხეშ დარღვევად, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად.

გენერალური საკონსულო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირები, რომლებიც დაარღვევენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, შეტანილნი იქნებიან შესაბამის სიაში და აკრძალული იქნება მათი შემოსვლა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

„შავ სიაში შეტანილი“ პირების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტის განხორციელება და იქ „მოქმედ“ უკანონო რეჟიმთან თანამშრომლობის ნებისმიერი მცდელობა დასრულდება აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული შესაბამისი დამატებითი კონტრ–ღონისძიებებით.