ტურისტული ვიზა

„ქვეყნიდან გასვლის, ქვეყანაში შემოსვლის და პასპორტების“ შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის 14.06.1994 წლის №813 კანონის მე–14 მუხლის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო აზერბაიჯანში ჩამოსვლის მსურველი ტურისტებისთვის ელექტრონული ვიზების გაცემა. ამ კანონის თანახმად, წინასწარ ლიცენზირებულ ტურისტულ კომპანიებს ან მათ პარტნიორებს საზღვარგარეთში ტურისტული ვიზის ასაღებად შეუძლიათ მიმართვა გააკეთონ ელექტრონულად (ინტერნეტის მეშვეობით).

ხდება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ტურისტული კომპანიების საინფორმაციო ინტერნეტ რესურსებზე განთავსებული ელექტრონული განცხადება–ანკეტის შევსება, პირის პასპორტის, ფოტოსურათის დასკანერებული ასლები ელექტრონულად ეგზავნება ლიცენზირებულ ტურისტულ კომპანიებს ან მათ პარტნიორებს საზღვარგარეთში.

ტურისტული ვიზის ელექტრონულად მისაღებად აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ ტურისტულ კომპანიებს ან მათ პარტნიორებს საზღვარგარეთში შეუძლიათ მიმართონ საელჩოს, საკონსულოს და ელექტრონულად (ინტერნეტ რესურსების მეშვეობით) უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს (ცენტრს). ელექტრონული ვიზის გაფორმებისთვის გაგზავნილი მიმართვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხილვის შემდეგ დოკუმენტები ბოლო ეტაპზე ეგზავნება შესაბამის სახელმწიფო ორგანოს. საბოლოოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩამოსვლის მსურველ უცხოელ მოქალაქეს უფორმდება ელექტრონული ვიზა (ან ეგზავნება უარი).

ვიზის გაცემის შესახებ უცხოელთა განცხადებებთან თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალს ადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო მათგან დაკავებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონით. ელექტრონული ვიზების ვადა არ გაგრძელდება და მისი სტატუსი არ შეიცვლება.

უცხოელთა განცხადებები ვიზის გაცემის შესახებ განიხილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, მიმართვის გაგზავნის დღიდან არაუგვიანეს თხუთმეტი სამუშაო დღის გასვლამდე.

ელექტრონულად გაცემული ვიზა არ ჩაიკვრება პასპორტში და სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გავლისას ტურისტის მიერ წარედგინება პასპორტთან ერთად. სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გავლისას პასპორტში და ვიზაში ხორციელდება ჩანაწერები პირის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვების შესახებ. ელექტრონულად გაფორმებულ ვიზას გააჩნია სპეციალური კოდი, რომლის წაკითხვაც შესაძლებელია ტექნიკური საშუალებებით.

ამავე დროს ტურისტული ვიზით შესაძლებელია ისარგებლონ დიპლომატიური, სამსახურეობრივი პასპორტის მქონე იმ პირებმაც, რომლებსაც სურთ აზერბაიჯანში ჩავიდნენ ტურისტის სახით.

ტურისტებს, რომლებმაც ვიზა მიიღეს ელექტრონულად, შეუძლიათ ქვეყანაში შემოვიდნენ და გავიდნენ საერთაშორისო სტატუსის მქონე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო–გადასასვლელი პუნქტებიდან.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ტურისტის სახით ჩამოსვლის მსურველი უცხოელი მოქალაქეებისთვის ვიზის ელექტრონულად (ინტერნეტის მეშვეობით) გაფორმების პროცედურაში ჩართული ტურისტული კომპანიების ჩამონათვალი.