აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულება ფორმულა 1–ის ევროპის

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულება ფორმულა 1–ის ევროპის გრან–პრის შეჯიბრის ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩამოსვლის მსურველი უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ 

ვიხელმძღვანელე რა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 109–ე მუხლის 32–ე პუნქტით და მივიღე გადაწყვეტილება:

1. დადგენილ იქნას, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩასატარებელი ფორმულა 1–ის ევროპის გრან–პრის შეჯიბრთან დაკავშირებით აზერბაიჯანში ჩამოსვლის მსურველ უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს ვიზის მიღება შეუძლიათ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამმართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისო აეროპორტებში მდებარე სტრუქტურულ განაყოფებში.

2. ვიზის გაცემისათვის საფუძვლად მიჩნეულ იქნას ქვემოთ მითითებული ერთ–ერთი დოკუმენტი:

2.1. ფორმულა 1–ის შეჯიბრების საერთაშორისო ორგანიზატორების – კომპანია “Formula One Management Limited”–ისა და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის შესაბამისი წესების მიხედვით მუდმივი აკრედიტაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

2.2. ფორმულა 1–ის ევროპის გრან–პრის შეჯიბრების ბილეთი ან ბილეთის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ განკარგულების 1–ლ ნაწილში მითითებულ პირებს ვიზის მისაღებად შეუძლიათ მიმართვა შეიტანონ შემდეგ ვადებში:

3.1. ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ჩამოსვლის მსურველი და კომპანია “Formula One Management Limited”–ისა და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის შესაბამისი წესების მიხედვით მუდმივი აკრედიტაციის მქონე პირები – 2016 წლის 15 მაისიდან 30 ივნისამდე;

3.2. ფორმულა 1–ის ევროპის გრან–პრის შეჯიბრში მონაწილე გუნდების წევრები და დელეგაციები – 2016 წლის ივნისის 1–დან 20–მდე;

3.3. კომპანია “Formula One Management Limited”–ისა და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის შესაბამისი წესების მიხედვით მუდმივი აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტები, ასევე ფორმულა 1–ის ევროპის გრან–პრის შეჯიბრის ბილეთის შემძენი პირები – 2016 წლის ივნისის 10–დან 20–მდე.

4. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოაგვაროს ფორმულა 1–ის ევროპის გრან–პრის შეჯიბრთან დაკავშირებით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩამოსვლის მსურველი პირებისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისო აეროპორტებში ვიზის გაცემის საქმის ორგანიზებასთან დაკავშირებული მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის და ფინანსური საკითხები.

5. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

5.1. კომპანია “Formula One Management Limited”–ს, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ფორმულა 1–ის ევროპის გრან–პრის შეჯიბრთან დაკავშირებით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩამოსვლის მსურველი პირებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ;

5.2. უზრუნველყოს ფორმულა 1–ის ევროპის გრან–პრის შეჯიბრთან დაკავშირებით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩამოსვლის მსურველი პირებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ ინფორმაციის განთავსება სამინისტროს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოებისა და საკონსულოების საინფორმაციო ინტერნეტ რესურსებზე.

6. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკში ფრენების განმახორციელებელ ავიაკომპანიებს მიაწოდოს ინფორმაცია ფორმულა 1–ის ევროპის გრან–პრის შეჯიბრთან დაკავშირებით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩამოსვლის მსურველი პირებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ.

 

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი

 

ქალაქი ბაქო, 3 მარტი 2016 წელი.