სახელმწიფო ბაჟი

ვიზის გასაფორმებლად საჭირო სახელმწიფო ბაჟის განაკვეთები და გადახდის წესები

- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2001 წლის კანონის 16.1.5 მუხლის თანახმად, უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში ვიზის გაფორმებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამმართველოს მიერ მოწვევის წერილის და შესაბამისი მითითების გაგზავნისათვის - განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2 მანათის ოდენობით:

გადახდის მისამართი.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის საჰილის ფილიალი, შ. გურბანოვის ქუჩა 4.

- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2001 წლის კანონის შესაბამისი დებულებების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩამოსული უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის შემდეგი კატეგორიის ვიზების გაფორმებისათვის გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი შესაბამისი ოდენობით:

ერთჯერადი შესვლის ვიზების გაფორმებისათვის - 20 აშშ დოლარი

მრავალჯერადი შესვლის ვიზების გაფორმებისათვის - 350 აშშ დოლარი

ერთჯერადი სატრანზიტო ვიზების გაფორმებისათვის - 20 აშშ დოლარი

მრავალჯერადი სატრანზიტო ვიზების გაფორმებისათვის - 40 აშშ დოლარი.

ყურადღება! აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჯგუფურად ჩამოსული უცხოელების ან მოქალაქეობის არმქონე პირებისგან, თითოეულისგან ვიზის გაფორმებისთვის უკავდება ცალ-ცალკე სახელმწიფო ბაჟი.

- გარდა ამისა, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2001 წლის კანონის 17.8 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებთან მიმართებაში ვიზის გასაფორმებლად დაკავებული ბაჟის ოდენობა განსხვავდება იგივე მოქმედებებისთვის დადგენილი თანხისგან, შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბაჟის განაკვეთი გამოიყენება ამ ქვეყნებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებთან მიმართებაში დაკავებული ბაჟის დონეზე.

სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ვიზის გაფორმებისას სახელმწიფო ბაჟი დაკავებული იქნება ორმხრივობის პრინციპზე დაყრდნობით, იმ სახელმწიფოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ეს პირი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ვიზის გაფორმებისათვის დაკავებული ოდენობით.

ყურადღება! ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შესვლის ვიზების გაფორმებისთვის შესაბამისი ქვეყნების მოქალაქეებისგან დაკავებული სახელმწიფო ბაჟის განაკვეთებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

გადახდის მისამართი

საზღვარგარეთის ქვეყნებში - აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიშის ნომერი.

შემდეგ მისამართებზე ვიზის გაფორმებისას სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდილ იქნას ნაღდი თანხის სახით:

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამმართველოს სავიზო განყოფილებაში ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში;

2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამმართველოს სავიზო განყოფილებაში განჯის საერთაშორისო აეროპორტში;

3. ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს სავიზო განყოფილებაში ნახჭევანის საერთაშორისო აეროპორტში.

ყურადღება! ვიზის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უკან არ დაუბრუნდება!