2016-07-01
ქუთაისსა და განჯას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის მერიაში აზერბაიჯანის ქალაქ განჯის დელგაციასთან შეხვედრა გაიმართა. 
განჯის მერს, უნივერსიტეტის რექტორს და დელეგაციის სხვა წევრებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გოგი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს.

ერთ დღიანი ვიზიტის ფარგლებში ქუთაისსა და განჯას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

"შეხვედრაზე განვსაზღვრეთ რვა მიმართულება, მათ შორის შევთანხმდით საუნივერსიეტეტო და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მეზობელი ქვეყნის ქალაქებთან გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა. განჯა არის განვითარებული და ამასთანავე ტრადიციული ქალაქი, როგორც ქუთაისი" - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

ქუთაისის პირველი პირის განცხდებით, მომავალში აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში საქმიანი ვიზიტი იგეგმება.