2017-10-31
2017 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოში ჩატარდა შეხვედრა აზერბაიჯანელ სტუდენტებთან, რომლებიც სწავლობენ ქალაქ ბათუმის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა სტუდენტებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია საკონსულოს საქმიანობის, აზერბაიჯანი–საქართველოს მეგობრობის უძველესი ისტორიის, ჩვენი ერების მსგავსი თვისებების, ეროვნული ტრადიციების შესახებ.

დიპლომატმა მაღალი შეფასება მისცა აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელების ძალისხმევის შედეგად ხელმოწერილ „საუკუნის ხელშეკრულებას“ და აღნიშნა, რომ დღეს ჩვენს მიერ ერთობლივად განხორციელებული ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის და ბაქო–თბილისი–ერზერუმის ნავთობისა და გაზის სადენებმა, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტებმა, აბრეშუმის დიდი გზის აღდგენის პროექტმა კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი პრესტიჟი მსოფლიოში. ორივე ქვეყანა ამ პროექტებიდან ღებულობს შემოსავალს და დღითიდღე უმჯობესდება ჩვენი ერების სოციალური კეთილდღეობა.

ჩვენმა სტუდენტებმა, რომლებიც სწავლობენ ბათუმში, უნდა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკის, სომხეთ–აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის სამართლიანი პოზიციის აგიტაციაში. გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში მთიან ყარაბაღში მომხდარი მოვლენების დროს მსოფლიოს დიდი ქვეყნების მიერ აზერბაიჯანის პოზიციის მხარდაჭერა არის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგი, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა დიასპორების, განსაკუთრებით კი, საზღვარგარეთ განათლების მიმღები აზერბაიჯანელი სტუნდენტების როლი ამ პოლიტიკის საზღვარგარეთის ქვეყნების საზოგადოებრიობისათვის მიწოდებაში.

სტუდენტებმა ინტერესით დაათვალიერეს საკონსულოს შენობაში დამონტაჟებულ ფოტო–სტენდებზე განთავსებული, დიდი ლიდერის ჰეიდარ ალიევის საქმიანობის, მისი საქართველოში ვიზიტების, მის მიერ ჩატარებული შეხვედრების ამსახველი ფოტოსურათები.

კონსულმა ხაზგასმით აღნიშნა ასეთი შეხვედრების რეგულარულად ჩატარების მნიშვნელობა.