2017-11-24
გაზეთ „Adjara PS”-ში გამოქვეყნდა გენერალური კონსულის რაშად ისმაილოვის სტატია აზერბაიჯანი–საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მკითხველთა ფართო სპექტრის მქონე გაზეთ „Adjara PS”-ში გამოქვეყნდა გენერალური კონსულის რაშად ისმაილოვის სტატია სახელწოდებით „აზერბაიჯანი–საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი: სტრატეგიული პარტნიორობისაკენ მიმავალი გზა“.

სტატიის ავტორი, ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური კონსული რაშად ისმაილოვი საუბრობს აზერბაიჯანი–საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების უძველეს ისტორიაზე, აანალიზებს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან გასულ 25 წელიწადში განხორციელებულ სამუშაოებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ძალისხმევის შედეგად ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები უფრო გაძლიერდა. ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული პოლიტიკისა და საქართველოს ხელმძღვანელობის ღონისძიებების შედეგად ჩვენი ურთიერთობები ავიდნენ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე.

ავტორი ასევე ვრცლად საუბრობს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში, რეგიონალურ ენერგო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.