ორმხრივი ურთიერთობები

ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 18 ნოემბერს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში:

  • თეიმურაზ შარაშენიძე - 17.02.2011 - დღემდე
  • ნიკოლოზ გოგიტიძე (საქმეთა დროებითი რწმუნებული) - 2009-2011
  • ნიკოლოზ ნათბილაძე - 2007-2009
  • ზურაბ გუმბერიძე - 1997-2007
  • გიორგი ჭანტურია - 1994-1997

საქართველოს გენერალური საკონსულო განჯაში - გენერალური კონსული მამუკა ბალავაძე (2014 წლის თებერვლიდან დღემდე).

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • აზერ თოფიგ ოღლუ ჰუსეინი - 2011 წ. - დღემდე
  • ნამიგ ჰასან ოღლუ ალიევი - 2006-2011
  • რამიზ აივაზ ოღლუ ჰასანოვი - 2004-2006
  • ჰაჯან ქული ოღლუ გაჯიევი - 1996-2004

აზერბაიჯანის გენერალური საკონსულო ბათუმში - გენერალური კონსული რაშად ისმაილოვი (2015 წლის სექტემბრიდან დღემდე)

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები. აქტიურია ორმხრივი ვიზიტების დინამიკა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.

აზერბაიჯანთან არსებული სამართლებრივი ბაზა მოიცავს 100-ზე მეტ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებას და არეგულირებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ (სუამ-ის ფარგლებში) ფორმატში.

წლების განმავლობაში, აზერბაიჯანი ინარჩუნებს მეორე ადგილს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებს შორის. საქართველოში განხორციელებულია მსხვილი ინვესტიციები აზერბაიჯანული კომპანიების მიერ.

ენერგეტიკა წარმოადგენს თანამშრომლობის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას, რაც გამოხატულია ერთობლივად რეალიზებულ მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა "ბაქო-სუფსისა" და "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენები და "ბაქო-თბილისი-ერზერუმის" გაზსადენი, ასევე გარდაბანი-სამუხის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი.

გრძელდება აქტიური ურთიერთქმედება სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტებისა და "ბაქო-თბილისი-ყარსის" სარკინიგზო პროექტის განხორციელების თვალსაზრისით.

წარმატებულად მიმდინარეობს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ვიზიტორთა რაოდენობა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ყოველწლიურად იზრდება.

მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2012 წელს („ტრაპიზონის დეკლარაცია“). სამმხრივი მექანიზმი აგრეთვე მოიცავს თანამშრომლობის ფორმატებს პრეზიდენტების დონეზე, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტებსა და თავდაცვის მინისტრებს შორის. ასევე არსებობს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარების პრაქტიკა.

Search in archive