2026 წლის 8 ივლისს, ქ.ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური კონსული, ფუად აზიზოვი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შეხვდა TAV Airports-ის სტრუქტურაში მყოფი აეროპორტის ახლად დანიშნულ დირექტორს, ოზგურ აღჯას.
2026 წლის 8 ივლისს, ქ.ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური კონსული, ფუად აზიზოვი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შეხვდა TAV Airports-ის სტრუქტურაში მყოფი აეროპორტის ახლად დანიშნულ დირექტორს, ოზგურ აღჯას.
გულწრფელ და ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ შეხვედრაზე ფართოდ განიხილეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრანსპორტისა და ავიაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბაქოსა და ბათუმის აეროპორტებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების, მგზავრთა ნაკადის გაზრდისა და ურთიერთთანამშრომლობის ახალი მიმართულებების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული საჰაერო ტრანსპორტის ქსელის განვითარების, ტურისტული პოტენციალის უფრო ეფექტური პოპულარიზაციისა და ორ მეგობარ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების მიზნით ერთობლივი პროექტების შესახებ.