news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 01 aprel 2026

2026 წლის 23 მარტს, ქ.ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ, სასტუმრო „გრანდ გლორიაში“ ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა.

2026 წლის 23 მარტს, ქ.ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ, სასტუმრო „გრანდ გლორიაში“ ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა.

 

2026 წლის 23 მარტს, ქ.ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ, სასტუმრო „გრანდ გლორიაში“ ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა. ღონისძიება გენერალური კონსულის გახსნითი სიტყვით დაიწყო. ოფიციალური ნაწილის შემდეგ ღონისძიება მდიდარი კულტურული პროგრამით გაგრძელდა. ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერლის, დამსახურებული არტისტის, საბინა ბაბაევას მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა, ასევე ჩვენი ეროვნული წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების ამსახველმა სხვადასხვა შოუ პროგრამებმა და თამაშებმა მონაწილეებს დაუვიწყარი მომენტები აჩუქა. სასტუმრო „გრანდ გლორიას“ შესასვლელში, აზერბაიჯანულ ეროვნულ კოსტიუმებთან, ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ამსახველ ატრიბუტებთან და უძველეს მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად, განსაკუთრებული გემოვნებით იყო მოწყობილი გაზაფხულის სიმბოლოთი, სამენით მორთული ხონჩები.

 

ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა დღესასწაულის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა სიმბოლომ, ნოვრუზის კოცონის ანთების ცერემონიამ. ღონისძიება მაღალი განწყობით, ურთიერთპატივისცემითა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით გაიხსენეს და მონაწილეთა მხრიდან მადლიერებისა და კმაყოფილების გამოხატვით დასრულდა.

 

https://azertag.az/xeber/batumide_novruz_bayrami_azerbaycanin_medeniyyet_ve_kulinariya_numuneleri_numayis_etdirilib-4091691

Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა