2016-04-22

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი-ყარაბაღის რეგიონში და მის შემოგარენში მოჰყვა აზერბაიჯანის ტერიტორიის  ერთი მეხუთედის ოკუპაცია და რამაც დაახლოებით ყოველი მეცხრე ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი ან დევნილი გახადა. სომხეთის რესპუბლიკას ეკისრება პასუხისმგებლობა ომის გაღვივებისთვის და ძალის გამოყენებისთვის აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ტერიტორიების ოკუპაციით, განახორციელა მასობრივი ეთნიკური წმენდა და ჩადენილი  იქნა სხვა დასხვა სახის მძიმე დანაშაული კონფლიქტის დროს.

საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად გამოთქვამს სინანულს, იმისა გამო რომ მოხდა სამხედრო ძალის გამოყენება აზერბაიჯანის წინააღმდეგ და შედეგად მისი ტერიტორიების ოკუპაცია. 1993 წელს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ იქნა რეზოლუცია  822 (1993), 853 (1993), 874 (1993), 884 (1993), რომელმაც დაგმო აზერბაიჯანის წინააღმდეგ ძალის გამოყენება  და მისი ტერიტორიების ოკუპაცია და აღიარებს ქვეყნის სუვერენიტეტს, აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და  მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ხელშეუხებლობას. აღნიშნულ რეზოლუციებში, უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონი ეკუთვნის აზერბაიჯანს და მოუწოდა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ დატოვონ საოკუპაციო ძალებმა აზერბაიჯანის ყველა ოკუპირებული ტერიტორია. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც იგივე პოზიცია დაიკავეს.

საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის უგულველყოფა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, სომხეთი კვლავ აგრძელებს ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავენ შემდგომშიც გააგრძელონ არსებული კონსოლიდაცია სტატუს-კვო ოკუპაცია, აძლიერებს  თავის სამხედრო პოტენციალს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცვლის რა მათ დემოგრაფიულ, კულტურულ და ფიზიკურ ხასიათს და აბრკოლებს ასობით ათასი აზერბაიჯანელი იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

უფრო მეტიც, რეგულარული ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა, თავდასხმები აზერბაიჯანის ქალაქებსა და სოფლებზე, რომლებიც მდებარეობენ სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ხაზის გასწვრივ და საზღვარზე ორ სახელმწიფოს შორის გახშირდა და ბოლო დროს იმატა  ძალადობამ და  შედეგად ადგილი აქვს მკვლელობას და აზერბაიჯანული მოსახლეობის დაზიანებას. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ არაერთხელ გამოთქვა პროტესტი და სერიოზული შეშფოთება ამ კუთხით რათა მიექცია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება და არაერთხელ ნათელი გახადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების უკანონო ყოფნა  აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის მთავარი მიზეზი დაძაბულობის და ინციდენტების კონფლიქტის ზონაში და ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორია პოლიტიკური კონფლიქტის მოგვარების. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ტერიტორიების სამხედრო ოკუპაცია არ წარმოადგენს გამოსავალს და ვერასოდეს მიიღებს სომხეთისთვის სასურველ პოლიტიკურ შედეგებს.

დაწყებული გამთენიისას 2016 წლის 2 აპრილის, სომხეთის  შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს საბრძოლო მოქმედებები თავიანთი პოზიციებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აზერბაიჯანის საბრძოლო ხაზის გასწვრივ და მჭიდროდ დასახლებულ მიმდებარე ტერიტორიებზე ინტენსიური ცეცხლი გახსნეს მძიმე არტილერიით და მსხვილკალიბრიანი იარაღით.  სომხეთის თავდასხმების და შემდგომი საომარი მოქმედებების შედეგად, კონფლიქტური ხაზის გასწვრივ დაიბომბა 34 ქალაქი და სოფელი, აზერბაიჯანული მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები, დაიღუპნენ და დაიჭრნენ. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს საჯარო და კერძო საკუთრებას. ამდენად, 353 სამოქალაქო შენობა, მათ შორის 314 საცხოვრებელი სახლი, 3 სკოლა, 3 საბავშვო ბაღი, 1 კულტურული ცენტრი და სხვა სამოქალაქო ობიექტები იქნა დანგრეული და დაზიანებული. გარდა ამისა, 357 ელექტროენერგიის ბოძი, 3 ქვესადგური, 30 ტრანსფორმატორი, ასევე წყლის რეზერვუარები, გაზსადენები, გზები და სხვა ქონება დაზიანდა. განახლებული ინფორმაციის შედეგებზე დაყრდნობით თავდასხმები სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ადგილი ჰქონდა 18 აპრილი 2016 წლისთვის.

სომხეთის შეურაცხმყოფელი ქმედებები, რასაც მოჰყვა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მსხვერპლი და დაზიანება. 2016 წლის 10 აპრილს,  წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ ხელი  შეუწყო მხარეებს შორის, დაღუპულთა გვამების გადაცემას, რასაც მოჰყვა ბოლო დროის ესკალაცია. შემდგომში განხორციელდა  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა რეგისტრირებული მრავალი ნიშანი იყო აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურის პათანატომიური დასახიჩრებისა.

მისი მიზანმიმართული შეურაცხმყოფელი ქმედებებით სომხეთმა შეარყია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დებულება დადებული 1994 წელს და საფრთხის ქვეშ დააყენა  პოლიტიკური კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები. 2016 წლის 5 აპრილს მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის ძალისხმევით მედიაციის ფარგლებში,  მიღწეულ იქნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მიუხედავად ამისა, სომხეთი კვლავაც არღვევს ამ შეთანხმებას, თავდასხმებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებზე, ქალაქებსა და სოფლებზე, რომლებიც მდებარეობენ კონფლიქტურ ზონაში. ახორციელებს თავდასხმებს მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ნაღმტყორცნებიდან, ასევე ყუმბარტყორცნებიდან და საარტილერიო სისტემების მეშვეობით.

 

სომხეთის პირდაპირი და მიზანმიმართული თავდასხმები აზერბაიჯანის სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე, ასევე არაადამიანური ქმედებები აზერბაიჯანის სამხედროების წინააღმდეგ წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას, კერძოდ, 1949 წლის ჟენევის კონვენცია და I დამატებითი ოქმში, 1954 წლის ჰააგის კონვენცია  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, მისი ოქმები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმება, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო შეთანხმება, კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ან დასჯის საერთაშორისო კონვენცია, ყველა ფორმის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენცია, ბავშვთა უფლებების  და ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის კონვენცია.

 

გარდა ამისა სომხეთის რესპუბლიკის პასუხისმგებლობა, როგორც სახელმწიფოსი საერთაშორისო კანონდარღვევებისთვის,  სომხეთის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დარღვევები  კონფლიქტის დროს,  წარმოადგენს სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულს. საერთო შეფასებით გაჩაღებული ომის მიზეზები და შედეგები აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის მხრიდან აშკარა მაგალითია იმისა, რომ სომხეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები კონფლიქტის დროს არ იყო იზოლირებული ან შემთხვევითი აქტები, არამედ იყო ნაწილი სომხეთის მიერ გავრცელებული და სისტემატური პოლიტიკა და დანაშაულებრივი ქმედება. აზერბაიჯანის რესპუბლიკა დარწმუნებულია, რომ შესაბამისი  ზომების მიღებული ეროვნულ დონეზე, ისევე, როგორც არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოები, რომელიც ემსახურება, იმას რომ დანაშაულისთვის პასუხისმგებელი პირები წარადგინონ მართმსაჯულების წინაშე, სომხეთის აგრესია რომელიც მიმართული იყო აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს სომხეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა და დაჟინებით მოითხოვს შესრულდეს  გაეროს უშიშროების საბჭოს აღიშნული რეზოლუციები. კონფლიქტი შეიძლება გადაწყდეს აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფარგლებში, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა  ძალისხმევას არ დაიშურებს  პოლიტიკური კონფლიქტის მოგვარების და  მშვიდობის და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად რეგიონში.

Search in archive