2017-10-14

2017 წლის 14 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მიერ ჩატარებულ იქნა ბათუმში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამემამულეთა შვილებისთვის მშობლიური ენის, ისტორიის შესწავლის მიზნით „საკვირაო“ სკოლის გახსნის ოფიციალური ცერემონია.

გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა გახსნა ღონისძიება, ისაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სახელმწიფოს მიერ ბავშვებზე ზრუნვის თაობაზე და ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბავშვებთან დაკავშირებით განხორციელებული პოლიტიკის შესახებ.
გენერალურმა კონსულმა თავის გამოსვლაში ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე–პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევას მიერ ბავშვების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და ზრუნვის შესახებ.
უნდა აღვნიშნოთ, რომ გენერალური საკონსულოს ინციატივით ბათუმში გახსნილ „საკვირაო“ სკოლაში უფასოდ ისწავლის 30–ზე მეტი ჩვენი თანამემამულე.

Search in archive