2017-11-20

საქართველოს ახალგაზრდები ბაქოდან დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ რამოდენიმე წელია, რაც საქართველოში და ასევე საზღვარგარეთ ახორციელებს საერთაშორისო და რეგიონალურ პროექტებს კულტურისა და განათლების სფეროში. 1-3 ოქტომბერს ორგანიზაციამ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით ბაქოში განახორციელა განათლებასა და ცოდნასთან დაკავშირებული  ახალი პროექტი. პროექტის მონაწილეთა სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა შეხვედრა. სახელმწიფო უწყების საკონფერენციო დარბაზში სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჰიქმათ ჰაჯიევმა უპასუხა სტუმრების შეკითხვებზე. შეხვედრის მთავარი თემა იყო ორ მეგობარ ქვეყანას შორის პარტნიორული კავშირების გაძლიერება და სამომავლო გეგმების განხილვა. შეხვედრის ბოლოს, რომელიც ერთი საათი გაგრძელდა, სტუდენტებმა დაათვალიერეს სხვადასხვა ცნობილი პიროვნებების ფოტოსურათები, ასევე სამინისტროს საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების ფოტოსურათები.

მომდევნო შეხვედრა გაგრძელდა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის უნივერსიტეტში. ბათუმელი ახალგაზრდები პირველად გაეცნენ აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის უნივერსიტეტის თანამედროვე კომპლექსს. კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა საინტერესო შეხვედრა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ერთ ჯგუფთან. სტუდენტები ეწვივნენ ბიბლიოთეკისათვის გამოყოფილ სპეციალურ შენობას და გაეცნენ სასწავლო პროცესს.

სტუმრები აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსაც. ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ ისაუბრა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ისტორიული წარსულის დეტალებზე და აღნიშნა ამ ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელობა.

არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ასეთი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ წარმომადგენელთა დელეგაციის ბათუმში დაბრუნების შემდეგ ისინი მიიღო ვიზიტის ინიციატორმა - ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა. გენერალური კონსული მიესალმა სტუმრებს და ისაუბრა ჩვენს ორ ხალხსა და მთავრობას შორის არსებულ გულწრფელობაზე დამყარებულ კავშირებზე, ეფექტურ თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში. მან აღნიშნა, რომ ასეთ ღონისძიებებს და შეხვედრებს გააჩნიათ დიდი მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ, კულტურულ, მათ შორის, განათლების სფეროში ურთერთობების გაძლიერების თვალსაზრისით.

გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა აღნიშნა ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ასეთი პროექტების რეგულარულად ჩატარების აუცილებლობა და ყურადღება გაამახვილა მის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებსა და ხალხებს შორის არსებობს უძველეს ისტორიაზე დაყრდნობილი ეფექტური მეგობრული და ძმური ურთირთობები და ახალგაზრდებს ეკისრებათ დიდი მოვალეობა ამ ურთიერთობების უფრო მეტად განვითარებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ წარმომადგენლებმა გენერალურ კონსულს მადლობა გადაუხადეს ბაქოში ასეთი პროექტის განხორციელებაში მისი მხარდაჭერისათვის. მათ აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანში ვიზიტიდან დაბრუნდნენ დიდი შთაბეჭდილებებით, და განაცხადეს, რომ მათ მიმართ გამოხატული თბილი დამოკიდებულება გამომდინარეობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ისტორიული მეგობრობის, კეთილმეზობლური ურთიერთობების და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებიდან.

 

Search in archive