2018-12-28

ძვირფასო თანამემამულეებო!

გულით გილოცავთ 31 დეკემბერს - მსოფლიო აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღეს, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ, როგორც ჩვენი ეროვნული ერთიანობის სიმბოლოს, ყველას გისურვებთ  ბედნიერებას და კეთილდღეობას.

ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ავითარებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის იდეებს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული თანხმობის გაძლიერებას, ატარებს თანმიმდევრულ ზომებს მსოფლიოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა კულტურული და სულიერი ერთიანობის შემდგომი გაძლიერებისთვის. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ უცხო ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მშობლიურ აზერბაიჯანთან რაციონალური კავშირის გაღრმავებას და ეროვნული საკითხების გადაწყვეტაში მათი უშუალო მონაწილეობის უზრუნველყოფას.

 

2018 წელი დაგვამახსოვრდება აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი დღესასწაულის ფართოდ აღნიშვნით, რამაც ღირსეული ადგილი დაიკავა ჩვენი ხალხის ისტორიაში. ასეთი მნიშვნელოვანი იუბილის საზეიმოდ აღნიშვნა აძლიერებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განცდას ჩვენი თანამემამულეების გულებში, აღძრავს მათში სამართლიანი სიამაყის გრძნობას ჩვენი ქვეყნის მდიდარი ისტორიის გამო. დღეს, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 100 წლის წინ ემიგრაციაში იძულებით მცხოვრები ჩვენი რესპუბლიკის დამფუძნებელთა და მათი მიმდევრების ოცნებები, რომ აზერბაიჯანი გამხდარიყო დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო, წარმოადგენს მშვენიერ რეალობას.

 

მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური პროცესებისა ომები და შეიარაღებული დაპირისპირებები, ლტოლვილთა  და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები, გლობალური ეკონომიკური სირთულეები, აზერბაიჯანის რესპუბლიკა დარწმუნებით ისწრაფის დასახული მიზნებისაკენ. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს  წარმატებული საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალ შეფასებას,   რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.  აზერბაიჯანის მსოფლიო ბანკის «Doing Business 2019» წლის ანგარიშში, აზერბაიჯანმა შარშანდელ წელთან შედარებით 32-ე ადგილიდან გადაინაცვლა 25-ე ადგილზე 190 ქვეყანას შორის და ის შეყვანილ იქნა 10 ყველაზე რეფორმატული ქვეყნების სიაში. ჩვენი ქვეყნის ინიციატივით და მისი უშუალო მონაწილეობით წარმატებულად იქნა რეალიზებული მსხვილი მასშტაბის მქონე ტრანს-ეროვნული პროექტები. 2018 წელს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ჩაბარებას, რომელსაც მნისვნელოვანი ადგილი უჭირავს ევრაზიის და მისი შემადგენელი ნაწილის - მილგაყვანილობის ენერგეტიკული რუქის გაფართოებაში, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ -ს პროექტის ყველა სამუშაოს დასრულებას ალიატ-ასტარის მაგისტრალური საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ, გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდის, რეგიონის ტრანზიტისა და ლოგისტიკური ცენტრის ტრანსფორმაციის, გეოეკონომიკური პოზიციის გაძლიერების თვალსაზრისით. მომდევნო სატელეკომუნიკაციო სატელიტური თანამგზავრის «Azerspace-2»-ის ორბიტაზე გაშვება ასევე წარმოადგენს ჩვენი რესპუბლიკის მიერ თანამედროვე  კომუნიკაციისა და საინფორმციო  ტექნოლოგიების სფეროში წარმატების მიღწევის მკაფიო გამოვლინებას.

 

ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან ერთად იზრდება უფრო გლობალური ხასიათის პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობაც. ჩვენს წინაშე დგას ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანა, როგორიცაა სომხების მხრიდან სამხედრო აგრესიის შედეგად ჩვენი მიწების გათავისუფლება. აზერბაიჯანი ატარებს თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ პოლიტიკას თავისი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. ჩვენმა თანამემამულეებმა თავის მხრივ, უნდა გამოავლინონ აქტიურობა, რათა თავისი ქვეყნების მაღალი წრეების და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიმართონ  სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებისკენ, სწორად მიეწოდოს ინფორმაცია ისტორიული რეალობის ფართო საზოგადოებას. აზერბაიჯანის განვითარებისა და მსოფლიო საზოგადოებრიობაში მისი  პოზიციების გასამყარებლად ჩვენმა თანამემამულეებმა უნდა მოახდინონ მჭიდრო კოორდინირება ეროვნული მიზნების გარშემო და უფრო  მოქნილი გახადონ დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი თანამემამულე, მიუხედავად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, მომავალ წლებშიც გამოიყენებს თავის ძალისხმევას და ცოდნას მათ წინაშე დაყენებული ამოცანების შესასრულებლად.

 

გულითადად გილოცავთ მსოფლიო აზერბაიჯანის სოლიდარობის დღეს, გისურვებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!

გილოცავთ!

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი

ბაქო ქალაქი, 2018 წლის 25 დეკემბერი.

 

Search in archive