2020-03-17

საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ძირითადი სიფრთხილის ზომების შესახებ

ახალი კორონავირუსის  ინფექციისაგან თავის დასაცავად

 

შეამცირეთ ახალი კოროვირუსული ინფექციის რისკი

დაიცავით ჰიგიენა

 

  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით ან/და დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებებით
  • თუ ახველებთ ან აცემინებთ, პირზე აიფარეთ სალფეთქი, შემდეგ გადააგდეთ
  • მოერიდეთ კონტაქტს რესპირატორული ინფექციების მქონე პირებთან
  • გამოიყენეთ პირადი ჰიგიენის ინდივიდუალური საშუალებები
  • შეინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის(განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ)
  • ეცადეთ არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს
  • თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება დროულად მიმართეთ ექიმს
  • მოერიდეთ ქუჩაში ცხოველებთან დაუცველ კონტაქტს
  • რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტებმა გამოიყენეთ ნიღბები

 

 

 

 

 

 

Search in archive