2020-09-29

2020 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 06:00 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეშად დარღვევით, დიდი კალიბრის იარაღიდან

განცხადება

2020 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 06:00 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეშად დარღვევით, დიდი კალიბრის იარაღიდან, ნაღმტყორცნებიდან და სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან ინტენსიურად დაბომბეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციები ფრონტის ხაზზე, ტერტერის რაიონის სოფელი გაპანლი, აგდამის რაიონის სოფელი ჩირაგლი და ორთა-გარავანდი, ალხანლის სოფლები, ფიზულის რაიონის შუკურბეილი და ჯაბრაილის რაიონის სოფელი ჯოჯუგ მარჯანლი.

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დასახლებული პუნქტებისა და ობიექტების ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა და დაიჭრა მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედრო მოსამსახურეები, დაზიანდა მრავალი სახლი და სამოქალაქო ობიექტი.

სომხეთის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ კიდევ ერთი გააზრებული დამიზნება, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ჟენევის კონვენციების შესაბამისი დებულებების უხეში დარღვევაა.

სომხეთის მიერ 822, 853, 874 და 884 გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის შეუსრულებლობა, იგნორირება 2006 და 2008 წლებში მიღებული გენერალური ასამბლეის რეზოლუციის "აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების შესახებ",გაეროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სხვა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების გამოძახილი პანდემიასთან დაკავშირებით, აგრეთვე საერთაშორისო უფლებების პრინციპებისა და ნორმების, და მისი აგრესიული და დამპყრობლური პროვოკაციული მოქმედებების გაგრძელება, რეგიონში უფრო საშიში სიტუაციის შექმნა, ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა,მათ შორის სიცოცხლის უფლება,მკაცრად უნდა დაიგმოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოების მიერ, ხოლო სომხური აგრესია უნდა შეჩერდეს.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, გადადგან აუცილებელი გადამწყვეტინაბიჯები და მიიღონ სასწრაფო ზომები გაეროს მიერ აღიარებული ჩვენი რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, სწორად შეაფასონ სომხეთის მიერ აზერბაიჯანში ჩადენილი დანაშაულებები და ხელი შეუშალონ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, აგრეთვე აღადგინონ მთლიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად ჩვენი თანამემამულეების დარღვეულ ძირითადი უფლებები და თავისუფლება.

Search in archive