2021-05-08

ბათუმში ჰეიდარ ალიევის დაბადების დღე და ყვავილების სახელმწიფო დღესასწაული აღინიშნა

10 მაისს სრულდება თანამედროვე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრის და შემოქმედის, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, გენიალური პიროვნების და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის დაბადების დღიდან 98-ე წლისთავი.  აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ბიოგრაფია აზერბაიჯანის ისტორიაა.

1969 წლის 14 ივლისს რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში ჰეიდარ ალიევის მოსვლა ისტორიული მოვლენა იყო აზერბაიჯანის სახელმწიფოს  წინაშე დაყენებულ ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე მკაფიო პასუხების გაცემისა და მათი თანმიმდევრული გადაწყვეტის თვალსაზრისით.

1970-იან წლებსა და 1980-იანი წლების დასაწყისში რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების მიზნით განხორციელებულმა მასშტაბურმა ზომებმა, მათ შორის, იმ დროისათვის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მრავალი ინდუსტრიული საწარმოსა და ინდუსტრიის შექმნამ, რადიკალურად შეცვალა ეკონომიკური ინფრასტრუქტურა და საფუძველი ჩაუყარა მის ტრანსფორმაციას, ქვეყნის გარდაქმნას ძირითადად აგრარული რესპუბლიკიდან ინდუსტრიულ რესპუბლიკამდე. ამგვარად, მიუხედავად ყველა სიდუხჭირისა, საბჭოთა ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით 1969-1982 წლებში შექმნილი გიგანტური პოტენციალი ძალიან სასარგებლო გახდა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომელმაც XX საუკუნის ბოლოს კვლავ დაიბრუნა თავისი დამოუკიდებლობა.  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებით აზერბაიჯანმა თავი დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრედ გამოაცხადა და მოახდინა სახელმწიფოებრიობის უძველესი ტრადიციების დაცვის დემონსტრირება. მოკლე დროის განმავლობაში აღდგა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის დროინდელი  სახელმწიფოებრივი სიმბოლოები. 1993 წელს ხალხის მოთხოვნით ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ვითარება შეიცვალა. 1993 წლის 15 ივნისს ჰეიდარ ალიევი აირჩიეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. ეს დღე ჩვენი ხალხის ისტორიაში შევიდა როგორც  ეროვნული ხსნის დღედ.  23 ივნისს მილი მეჯლისმა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ჰეიდარ ალიევს მისცა პრეზიდენტის უფლებამოსილება. 1993 წლის 3 ოქტომბერს ჰეიდარ ალიევი აირჩიეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად. ხალხი თავისი ლიდერის ირგვლივ კიდევ უფრო გაერთიანდა. დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა, მისი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკის აღდგენის, დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა, აზერბაიჯანის საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება და მსოფლიო საზოგადოებაში მისი ინტეგრაცია წარმოადგენდა ჰეიადარ ალიევის მიერ შემუშავებული ეროვნული განვითარების სტრატეგიის ძირითად კონტურებს. სწორედ ჰეიდარ ალიევის სამაშველო მისიის წყალობით შენარჩუნდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ხოლო 1990-1993 წლები ეროვნული ლიდერის ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან, აზერბაიჯანის ისტორიაში ჩაწერილია, როგორც მნიშვნელოვანი რეფორმების პერიოდი. 2003 წლიდან  ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის პოლიტიკური კურსს წარმატებით აგრძელებს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი – ილჰამ ალიევი. ამ ეტაპზე, ენერგორესურსების ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლის განსაკუთრებული ნაწილი მიმართული იყო ეკონომიკის დივერსიფიკაციისკენ, ნავთობის გარდა სხვა  სექტორის განვითარებისკენ, საზოგადოების ყველა სფეროს განახლებისა და მოდერნიზაციისკენ. თანმიმდევრულად მიღებული და განხორციელებულია  უამრავი სახელმწიფო პროგრამა, სპეციალური პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს ძლიერი ეკონომიკური პოტენციალის ფორმირებას, ადამიანური კაპიტალის მობილიზაციას და ეფექტურ გამოყენებას, თანამედროვე სექტორის ინფრასტრუქტურის შექმნას ყველა სექტორში და მოსახლეობის კეთილდღეობას.

დღეს  მსოფლიოში აზერბაიჯანი აღიარებულია და  მიღებულია როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარებელი ავტორიტეტული სახელმწიფო და  საიმედო პარტნიორი. პრეზიდენტ – ილჰამ ალიევის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული  მიზანმიმართული პოლიტიკა  სარგებლობს აზერბაიჯანელი ხალხის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერით. ამ მხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს 2003 წლის შემდგომ პერიოდებში ჩატარებული ყველა არჩევნების შედეგები.

ბოლო 3 წელიწადში, ქვეყნის ისტორიაში მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა. უდავოდ, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და  სამამულო ომში დიადი გამარჯვების მოპოვება. აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა, ისტორიული სამართალი, განდევნა ოკუპანტები ჩვენი საგვარეულო მიწებიდან და ასე და ამგვარად მოიპოვა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა.
ჩვენი ბრწყინვალე გამარჯვება ჩვენი სიამაყის წყაროა. დღეს ჩვენი გამარჯვება ისწავლება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოწინავე უნივერსიტეტებში. აზერბაიჯანელმა ხალხმა აჩვენა ერთიანობა და სოლიდარობა. აზერბაიჯანის არმიამ გამოავლინა გამბედაობა, გმირობა და პროფესიონალიზმი. ჩვენი ხალხი ერთ მუშტად შეიკრა, გამანადგურებელი დარტყმები მიაყენა მტერს, გაათავისუფლა ისტორიული მიწები ოკუპანტებისგან. ჩვენ შევასრულეთ ისტორიული მისია.

 დღეს, 7 მაისს, ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ინიციატივით აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 98-ე წლისა და აზერბაიჯანის ყვავილების სახელმწიფო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ბათუმში,  ბაქოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში 98 ვარდის დაირგო. ვარდების დარგვის ცერემონიალს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, თურქეთის გენერალური კონსული რზა კაგან იილმაზი, ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული აჰმად ბადპა, აჭარაში SOCAR– ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულო ბათუმში

Search in archive