2022-03-03

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსა და ბათუმში გენერალური საკონსულოს მიმართვა უკრაინიდან ევაკუირებულ და საქართველოდან აზერბაიჯანში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს.

 

ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინიდან ევაკუირებულნი იყვნენ და საქართველოს გავლით აზერბაიჯანში საჰაერო და სახმელეთო გზით გაემგზავრნენ, აცნობონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და გენერალურ საკონსულოს ბათუმში.

ვაცნობებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვარშავა-თბილისი, ასევე ვარშავა-ქუთაისი კვირის მე-2, მე-3 და მე-6 დღეს, ასევე გდანსკ-ქუთაისი კვირის მე-4 და მე-6 დღეებში პოლონეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისები სრულდება.

კერძოდ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ ჩვენი მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები თავიანთი ვიზიტების შესახებ წინასწარ აცნობებენ საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს, იქნება შემდეგი მხარდაჭერა:

საელჩოსა და გენერალური საკონსულოს მიერ მოქალაქეების დახვედრა აეროპორტში, ტრანსპორტირება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის „გატეხილი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე;

  1. საელჩოსა და გენერალური საკონსულოს მიერ მოქალაქეების დახვედრა საქართველო-თურქეთის სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ტრანსპორტირება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის „გატეხილი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე;

ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში (თბილისი):

სამუშაო ნომერი:

+995 32 224 30 04

WhatsApp ნომრები:

+995 511 14 00 01

+995 577 35 29 99

მობილური ცხელი ხაზის ნომერი:

+995 577 00 00 38

ელ.ფოსტის მისამართი:

tbilisi@mission.mfa.gov.az

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულო საქართველოში (ბათუმი):

ტელეფონის ნომერი:

+995 42 227 16 44

WhatsApp ნომერი:

+995 555 47 55 33 

ელ.ფოსტის მისამართი:

batumi@mission.mfa.gov.az

Search in archive