2019-05-15
ქ. ბათუმში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ სასტუმრო "შერატონში" გამართა საზეიმო ღონისძიება, მიძღვნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისა და აზერბაიჯანის ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 96 წლისთავისადმი.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილაშვილი, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მთავრობის აპარატის, მერიის და სამინისროების თანამშრომლები, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ყულევის ტერმინალისა და "სოკარ-ჯორჯიას" წარმომადგენლები, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელები, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი თემების ხელმძღვანელები, აჭარის ინტელიგენცია და აზერბაიჯანული დიასპორის წევრები.

ღონისძიება აჭარის სიმფონიური ორკესტრის კვარტეტის მიერ შესრულებული ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა.

გენერალურმა კონსულმა პარვიზ ისმაილზადამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა  აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეა, რომელიც არსებობდა 1918-1920 წლებში. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში აღდგა ჩვენი ხალხის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი. 96 წლის წინ, 1918 წლის 28 მაისს, ტიფლისში მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელმაც გამოაცხადა მუსულმანურ აღმოსავლეთში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შესახებ. აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰქონდა საკუთარი პარლამენტი, მთავრობა, ჯარი, დროშა, ეროვნული ვალუტა და სახელმწიფოებრიობის სხვა ატრიბუტები. გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ პირველად მუსულმანურ აღმოსავლეთში და ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიანიჭა. მისი არსებობის 23 თვის განმავლობაში, აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ  დიდი სამუშაო გააკეთა. 1920 წლის აპრილის ოკუპაციის დაწყებამდე აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარებულ იქნა მსოფლიოს 26 ქვეყნის მიერ, მათ შორის 19-მდე დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბათუმში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა. 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა მშვიდობისა და მეგობრობის შესახებ. ეს იყო პირველი ხელშეკრულება აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში. გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან  საომარ მდგმარეობაშია 30 წელზე მეტია, აზერბაიჯანმა ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ წარმატებებს მიაღწია. მრავალი წლის განმავლობაში ეს მიღწევები მჭიდროდ უკავშირდება აზერბაიჯანის ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის სახელს.  ამჟამინდელი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ წარმატებული გარდაქმნები  არის ნაციონალური ლიდერის ჰეიდარ ალიევის შორსმჭვრეტელი პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება. წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების შედეგად, აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ  მიაღწია მდგრად განვითარებას. გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები, საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ერებს  შორის მეგობრული ურთიერთობები  ჩამოყალიბდა, ყოველთვის მხარს ვუჭერდით ერთმანეთს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლაში   აზერბაიჯანელ ხალხს რესპუბლიკის დღე და აზერბაიჯანის ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 96 წლის იუბილე მიულოცა. მან აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღის გამოცხადება - მნიშვნელოვანი დღესასწაულია და ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელ ხალხთან ერთად დიდი სიხარულით იზიარებს. დამოუკიდებლობის წლები ცხადყოფს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთობლივი მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან დღევანდელ დაძაბულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოში, მხოლოდ ორმხრივი მხარდაჭერა და თანამშრომლობა აღმოფხვრის სირთულეებს  და გადაჭრის  პრობლემებს. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა შეიქმნა მრავალსაუკუნოვანი მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობის საფუძველზე. თ. რიჟვაძემ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთ თანამშრომლობას გარე ურთიერთობების სისტემაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. მთავრობის თავმჯდომარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ აჭარა აქტიურ როლს თამაშობს აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებაში ტურიზმის, ბიზნესის და ჰუმანიტარულ სფეროში. თ. რჟვაძემ ხაზი გაუსვა, რომ  აზერბაიჯანული კომპანიების ინტერესი რეგიონის მიმართ გაიზარდა, რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობა განვითარდა - კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა. დასასრულს, მთავრობის თავმჯდომარემ აზერბაიჯანელ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და აყვავება უსურვა.

ასევე ღონისძიების დროს წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილი ფოტო სლაიდი.

ღონისძიება გაგრძელდა ფურშეტით და აზერბაიჯანული ცეკვებით ჯგუფი "ჯეირანი" -ს შესრულებით.

ღონისძიება და გენერალური კონსულის ინტერვიუ გაშუქდა არხებით "აჭარის ტელევიზიით" და "ტვ 4"-ით.