news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 02 iyun 2026

28 მაისის - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ფონდის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით ბათუმის დრამატულ თეატრში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

28 მაისის - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ფონდის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით ბათუმის დრამატულ თეატრში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ივანე აბაშიძე, საქართველოს ვეტერანთა საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორი კობა კობალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე. საკონსულო ოლქში მდებარე დიდი ქალაქების მერები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე, რეგიონში მდებარე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მ.შ ბანუ ტერზიჩიოღლუ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული მოჰამავ მოვაჰანდი, ბათუმში მოქმედი „მირზა ფათალი ახუნდოვის საქველმოქმედო საზოგადოების დირექტორი როვშან ნამაზოვი, სოკარის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საფარ ალიზადე, სოკარის ყულევის შავი ზღვის ნავთობტერმინალის თანამშრომლები. ღონისძიებას ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები, რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელები, სტუდენტები, დიასპორისა და საზოგადოების წევრები, პრესის წარმომადგენლები და მრავალრიცხოვანი სტუმარი დაესწრნენ.

ღონისძიება აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა , ფუად აზიზოვმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, როგორც ოფიციალურმა სტუმარმა, აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და თანამშრომლობის ურთიერთობების მნიშვნელობას.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ, ცნობილმა მუღამის ოსტატმა, აზერბაიჯანის სახალხო არტისტმა, მანსუმ იბრაჰიმოვმა და მის მიერ ხელმძღვანელობით დაარსებულმა მუსიკალურმა კოლექტივის „ყარაბაღ მუღამმა“ საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანული ეროვნული კოსტიუმებისა და კულტურის ამსახველი გამოფენა, ასევე ნაჩვენები იყო ბაქოში გამართული მე-13 მსოფლიო ურბანული დაგეგმარების ფორუმთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეო კლიპი.

ღონისძიებამ მონაწილეებმა დიდი ინტერესითა და თანაგრძნობით შეხვდნენ.

 

 

Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა