გენერალური კონსული
Ceyhun Bayramov
ფარვიზ ისმაილზადა

პატივცემულო საიტის სტუმრებო,

 

მოგეალმებით, ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს საიტზე.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკა საგანძურია ისტორიული და კულტურული ძეგლებისა. მრავალი ათასწლეულების მანძილზე ნათელ და მრავალმხრივ აზერბაიჯანის ისტორიაში განხორციელებულია ხალხის ნიჭი იმ შეუფასებელ რელიქვიაში. აღმოსავლეთში აზერბაიჯანი იყო პირველი დემოკრატიური სახელმწიფო, შექმნილი 1918 წელს, მაგრამ სამწუხაროდ მისი ცხოვრება იყო მოკლე და დასრულდა 1920 წელს. აზერბაიჯანმა თავისი დამოუკიდებლობა კვლავ მოიპოვა 1991 წელს.

 

დღეს ჩვენი ქვეყანა, მდგარი რეგიონში ძლიერ სახელმწიფოდ,მსოფლიო ენერგეტიკულ სისტემაზე ძლიერი გავლენის მქონე, ითვლება ტოლერანტობის მაგალითად , ასევე ხელს უწყობს გლობალური უსაფრთხოების სისტემის დაცვას, კულტურათაშორის დიალოგის განვითარებას. უკანასკნელ წლებში განხორციელებული, წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების საფუძველზე ჩვენ შევძელით ქვეყნის მდგრადი განვითარება.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულო ქალაქ ბათუმში გაიხსნა 2010 წლის 11 ოქტომბერს. საკონსულო რაიონებში შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ასევე გურია, სამეგრელო ზემო-სვანეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

 

გიწვევთ ისარგებლოთ ჩვენი ინტერნეტ რესურსებით,მოხარული ვიქნებით გაგიწიოთ დამატებითი დახმარებები.

 

პატივისცემით,

პარვიზ ისმაილზადა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში

Paylaş
Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა