აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის  ორგანოების  თანამშრომელთა პროფესიული დღესასწაულის  დაარსების შესახებ

 

მსოფლიოში პირველი მუსულმანური  დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნაში    და  თანამედროვე ეტაპზე დამოუკიდებელი  აზერბაიჯანული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ეროვნული დიპლომატიის როლის გათვალისწინებით და   1919 წლის 9 ივლისს  მიღებული   აზერბაიჯანის რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა სამინისტროს სეკრეტარიატის შესახებ დროებითი ინსტრუქციის  საფუძველზე , ვადგენ:

 

  1. აღინიშნოს ყოველწლიურად 9 ივლისი, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის  ორგანოების  თანამშრომელთა პროფესიული დღესასწაული.

 

  1. წინამდებარე განკარგულება ძალაშია მისი ხელმოწერის დღიდან.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი,

ილჰამ ალიევი

ქალაქი ბაქო, 2007 წლის 24 აგვისტო

 

#2356

Search in archive