news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 21 yanvar 2016

სისხლიანი იანვარი

26 წელი გავიდა 20 იანვრის მოვლენებიდან, რომლებიც აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიაში ჩაიწერა როგორც 1990 წლის სისხლიანი იანვრის ტრაგედია. ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო მანქანის მიერ აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული  ტეროროზმის სასტიკი აქტი სამუდამოდ შავ ფურცლად  დარჩება ცივილიზაციის ისტორიაში, როგორც XX  საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული.

ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბაქოში და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მოსახლეობის დასჯის მიზნით, რომელიც სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ქუჩაში იყო გამოსული და აზერბაიჯანელ ხალხთან მიმართებაში  ყოფილი სსრკ-ს ლიდერების უსამართლო და მიკერძოებული პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძოდა,  საბჭოთა სამხედრო ფორმირებები უკანონოდ შეიჭრნენ. 

1990 წლის 19 იანვარს, გვიან ღამით, საგანგებო მდგომარეობის გამოუცხადებლად, სსრკ-ს ხელმძღვანელობის, პირადად  მ. გორბაჩოვის  მითითებით 3500 საბჭოთა სამხედრო ჯარისკაცი  ბაქოში შეიჭრა. ტანკებმა და ჯავშანტრანსპორტიორებმა  გაჟლიტეს და გაანადგურეს და ყველა და ყველაფერი საკუთარ გზაზე.  ადამიანებს ესროდნენ ქუჩებში, ტრანსპორტში, საკუთარ სახლში კი. ცეცხლს უხსნიდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ. 137 დაღუპული, 700-მდე დაჭრილი, 800-ზე მეტი უკანონოდ დაპატიმრებული, აგრეთვე უამრავი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანი - ეს არის 1990 წლის „შავი იანვრის“ სტატისტიკა.

ტრაგედიიდან მეორე დღეს აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი სიტყვით გამოვიდა მოსკოვში აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლობაში და ღიად  მიუთითა სისხლიანი მოვლენების დამნაშავეებზე მიხეილ გორბაჩოვის მეთაურობით.  

1990 წლის იანვრის სისხლიანმა ჟლეტამ ვერ ჩაახშო აზერბაიჯანელი ხალხის ნება და სურვილი ებრძოლა ეროვნული თავისუფლებისათვის. საკუთარი ქვეყნის შვილებმა, რომლებიც იმ ტრაგიკულ ღამეს დაიღუპნენ, ნათელი ფურცელი ჩაწერეს ქვეყნის ისტორიაში და სახელმწიფოს ეროვნულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას დაუდეს სათავე.

ბაქოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადგილი - შაჰიდლერ ხიაბანია (წამებულთა ხეივანი), სადაც დაკრძალულია 20 იანვრის ტრაგედიის შედეგად დაღუპული გმირები, და ისინი, ვინც დაიღუპა სომხეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის აზერბაიჯანის თითოეული მოქალაქის მიერ  წმინდანად აღიარებული ადგილი. ყოვლწლიურად, 20 იანვარს ასობით ათასი ადამიანი ამ ადგილს სტუმრობს, რათა პატივი მიაგოს იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც თავი გასწირა სამშობლოს თავისუფლებასა და სუვერენიტეტს.

Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა