2017 წლის 11 სექტემბერს გაიმართა ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსულის რაშად ისმაილოვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინგა შამილიშვილის შეხვედრა.
შეხვედრის დროს განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და აღნიშნეს, რომ არსებობს დიდი პოტენციალი ამ თანამშრომლობის გაფართოვებისთვის. გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ილჰამ ალიევი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეცნიერებისა და განათლების განვითარებას, ასევე მან აღნიშნა, რომ განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ორმხრივი ძალისხმევის გაძლიერება. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს მეგობრული და პარტნიორული კავშირები ეფუძნება ღრმა ფესვებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა აღნიშნა, რომ იგი დაინტერესებულია აზერბაიჯანში განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებით, ასევე ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში ურთიერთობების განვითარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების და კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გენერალური საკონსულოს თანამშრომელმა პარვინ მაშადი–ზადემ.