news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 12 sentyabr 2017

2017 წლის 12 სექტემბერს გაიმართა გენერალური კონსულის რაშად ისმაილოვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის შეხვედრა.

შეხვედრის დროს განიხილეს აზერბაიჯანსა და აჭარას შორის ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლური კავშირები და ამ კავშირების მომავალში განვითარების პერსპექტივები. რ. ისმაილოვმა ისაუბრა ნახჭევანსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში არსებული პროგრამის მომავალში უფრო მეტად გაფართოვების თემაზე. ასევე, გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა მინისტრს მიაწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია აზერბაიჯანში მოქმედი სამკურნალო ცენტრების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალში დამყარდება კავშირები ამ სამკურნალო ცენტრებსა და აჭარაში მოქმედ სამკურნალო ცენტრებს შორის და ეს კავშირები განვითარდება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გენერალური საკონსულოს თანამშრომელმა პარვინ მაშადი–ზადემ.

Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა