news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 21 noyabr 2017

2017 წლის 21 ოქტომბერს ქალაქ ბათუმის მერიის აპარატში ჩატარდა შეხვედრა ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს რაშად ისმაილოვსა და ქალაქ ბათუმის ახლად არჩეულ მერს ლაშა კომახიძეს შორის.

გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა ქალაქ ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს უსურვა წარმატებები სამომავლო საქმიანობაში.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბაქოს ისტორიის შესახებ, ქვეყნის სოციალურ–კულტურულ, ეკონომიკურ განვითარებაზე, მიწოდებულ იქნა ინფორმაცია ბაქოსა და ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში განხორციელებული პროექტების, ფართომასშტაბიანი კეთილმოწყობის, შემოქმედებითი და სარეორგანიზაციო სამუშაოების შესახებ.

გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ილჰამ ალიევის პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში მიღწეულ იქნა პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, გატარებულ იქნა საფუძვლიანი რეფორმები ეკონომიკის ყველა დარგში, შეიქმნა დინამიკური სოციალურ–ეკონომიკური განვითარების მყარი საძირკველი.

გენერალურმა კონსულმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ნახჭევანსა და საქართველოს ქალაქ ბათუმს შორის „ძმობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის“ დადების შემდეგ ორ რეგიონს შორის განვითარდა პოლიტიკური, ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობები. მოხდა აზრთა გაცვლა–გამოცვლა ახლო მომავალში ქალაქ ბათუმთან ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების, ამ ქალაქში აზერბაიჯანული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების შესახებ.

ბოლოს მხარეთა შორის მოხდა აზრთა გაცვლა–გამოცვლა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელი შესაძლო პროექტების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა ქალაქ ბათუმის მერს საჩუქრად გადასცა ბრენდი “Made in Azerbaijan”–ის ქვეშ წარმოებული აზერბაიჯანული პროდუქცია.

 

Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა