2016-02-22

გაზეთი "აჭარა P.S." -ის სპეციალური გამოცემა, სადაც საუბარია ხოჯალის ტრაგედიის 24-ე წლისთავზე

საერთაშორისო კომპანიის “სამართლიანობა ხოჯალიზე” ეგიდით, გამომცემლობა “მერიდიანმა” დასტამბა მაღალპოლიგრაფიულ დონეზე მომზადებული ნაშრომი “ხოჯალი” თვითმხილველები დანაშაულის შესახებ სასამართლო სომხეთის წინააღმდეგ. წიგნი აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული ფიონა მაკლაჰანისა და იენ პერტის რედაქციით მომზადებული ნაშრომის თარგმანი და შევსებული გამოცემაა, იგი განკუთვნილია აზერბაიჯანის ისტორიის სპეციალისტებისათვის, პოლიტოლოგებისათვის, ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისა და კავკასიის რეგიონის ისტორიული ბედით დაინტერესებული მკითხველისათვის.

წიგნში თავმოყრილია 1992 წლის 26 თებერვალს მომხდარი ხოჯალის ტრაგედიის დროს გადარჩენილთა ჩვენებები, “ცხელ ნაკვალევზე” შექმნილი საგაზეთო რეპორტაჟები, ოფიციალური დოკუმენტები, სადაც დაგმობილია ის სიმხეცე, რომელიც მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ განხორციელდა. შემდგენლების მიერ სხვადასხვა წყაროდან შერჩეული ფოტომასალები ნაშრომს კიდევ უფრო მეტ უნიკალურიბას სძენენ.

წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე პრეზიდენტს, საერთაშორისო კომპანია “სამართლიანობა ხოჯალის” ინიციატორს ლეილა ალიევას.

წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა საგამომცემლო სახლის TEAS-PRESS-ის ნებართვით “სამართლიანობა ხოჯალის” კამპანიის ფარგლებში ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით.

გამოცემას ფართო მკითხველს 24 თებერვალს წარუდგენენ.

 

 გაზეთი "აჭარა P.S." -ის  სპეციალური გამოცემა, სადაც საუბარია ხოჯალის ტრაგედიის 24-ე წლისთავზე 

Search in archive