2016-04-02

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სიტყვით მიმართა

დღეს სომხეთმა განახორციელა მორიგი შეიარაღებული პროვოკაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ისინი თავს დაესხნენ ჩვენს პოზიციებს, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ გადაკვეთის ხაზზე, დაცხრილეს დასახლებული პუნქტები, გადაკვეთის ხაზების მახლობლად არიან განთავსებულნი.

ამ შეიარაღებული პროვოკაციის შედეგად ჩვენ განვიცადეთ დანაკარგი. დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები. გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.
დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი: – ალლაჰმა გაანათლოს დაღუპულთა სულები, მანვე მოუვლინოს მოთმინება დაღუპულთა ახლობლებსა და ნათესავებს. დაზარალებულებს კი ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას.
მინისტრთა კაბინეტს ვავალებ დაღუპულთა ოჯახებისთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით დროულად წარმოადგინოს წინადადებები, თავდაცვის სამინისტრომ კი წარმომიდგინოს წინადადებები სამშობლოსათვის გმირულად მებრძოლი, საბრძოლო ოპერაციებში გამორჩეული პირების დაჯილდოების მიზნით.
ეს გახლავთ სომხეთის მორიგი შეიარაღებული პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მას უკვე მერამდენედ მივყავართ ამგვარ პროვოკაციამდე. რამდენიმე დღის წინ ანალოგიური პროვოკაცია განხორციელდა აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრთან გაზახის მიმართულებით. სომხეთის დივერსიულმა ჯგუფებმა იერიში მიიტანეს ჩვენს პოზიციებზე. ამ შეტაკების შედეგად დაიღუპა ჩვენი ორი სამხედრო მოსამსახურე. მტერმა მიიღო სათანადო პასუხი.
მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი პროვოკაცია წარმოადგენს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის მზაკვრული პოლიტიკის გამოხატულებას. დღეს სომხურმა პროვოკაციამ მიიღო აზერბაიჯანის არმიის ღირსეული პასუხი. მტერზე განხორციელდა გამანადგურებელი დარტყმა, მან დიდი დანაკარგი განიცადა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი წარმოგიდგენთ უფრო დეტალურ ინფორმაციას.
ამასთან, ჩვენმა გმირმა მებრძოლებმა შეძლეს არა მხოლოდ პროვოკაციის ჩახშობა, არამედ მათ დაიჭირეს ბევრად უფრო ხელსაყრელი სამხედრო პოზიციები. დღეს აზერბაიჯანის უპირატესობა გადაკვეთის ხაზთან კიდევ უფრო გამაგრდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია იყო პროვოკაციის პასუხი, ჩვენ განვიცადეთ დიდი სამხედრო გამარჯვება. მინდა მივულოცო ეს ჩვენს არმიასა და სრულიად აზერბაიჯანის მოსახლეობას.
დარწმუნებული ვარ, ამიერიდან მტრის არც ერთი პროვოკაცია არ დარჩება სათანადო პასუხის გარეშე. აზერბაიჯანის არმიას აქვს ამის შესაძლებლობა. აზერბაიჯანის შვილები იცავენ მშობლიურ მიწას, ხდებიან შეჰიდები. ყველა შეჰიდის ხსოვნა ცოცხლობს და სამარადისოდ იცოცხლებს ჩვენს გულებში.
ჩემთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს სომხეთის ამგვარი მოქმედებები. ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საზოგადოებასთან, საკითხით დაკავებულ შუამავლებთან, ასევე შუამავალი ქვეყნების ხელმძღვანელებთან, მე არაერთხელ გამომითქვამს ჩემი აზრი. სომხეთს არ სურს მშვიდობა. სომხეთს არ უნდა დატოვოს ოკუპირებული მიწები და მისი ყველა ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს სტატუს-ქვო. ამ სიტყვების უკან საკმაოდ ბევრი მტკიცებულება დგას. მოლაპარაკებების პროცესი უკვე ოც წელზე მეტია გრძელდება. ამ წლების განმავლობაში გადამწყვეტ მომენტებში სომხეთი ყოველთვის მიმართავდა პროვოკაციას, იგი მუდმივად ქმნის დაძაბულობას საკონტაქტო ხაზთან. გასული საუკუნის ბოლოს სომხეთის პარლამენტში განხორციელებული ტერორისტული აქტი ასევე ემსახურებოდა ამ მიზანს – წინ აღდგომოდა კონფლიქტთან დაკავშირებულ შესაძლო მოლაპარაკებებს და ამგვარად შეენარჩუნებინა სტატუს-ქვო.
თქვენ გახსოვთ, რომ 2014 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ბატონმა ოლანდმა პარიზში ორგანიზება გაუწია სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრას. შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარდა და მისი შედეგები აღვივებდა იმედს. შეხვედრის მიმდინარეობისას ჩვენ ასევე ვსაუბრობდით გადაკვეთის ხაზის უსაფრთხოებაზე, ნდობის ღონისძიებათა გაძლიერებაზე. მაგრამ ამ შეხვედრიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ სომხეთმა ოკუპირებულ მიწებზე, კერძოდ აგდამსკის რაიონის ტერიტორიაზე დაიწყო სამხედრო წვრთნები, რომელშიც თავიანთი განცხადებით პირადი შემადგენლობის 47 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ეს იყო პროვოკაციული ხასიათის ნაბიჯი. რა აზრი იყო ამაში ჩადებული განსაკუთრებით პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც წარმატებულად ითვლებოდა?
რამდენიმე დღის მანძილზე აზერბაიჯანის არმია ძალიან თავშეკავებულად იქცეოდა. ჩემი ბრძანებაც იყო არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს, მაგრამ ამის შემდეგ მტერი კიდევ უფრო გათავხედდა, იერიში მიიტანა ჩვენს პოზიციებზე, აამოქმედეს სამხედრო ვერტმფრენები. აზერბაიჯანის არმიამ გაანადგურა ერთ-ერთი ვერტმფრენი. სწორედ ეს სჭირდებოდა სომხეთს, ეს იყო მათი პროვოკაცია. ეს მათ იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ჰქონოდათ სათმელი, თითქოს აზერბაიჯანი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რომ თითქოს აგრესია აზერბაიჯანისგან მოდის და ა.შ.
დღევანდელი პროვოკაციის წყაროც იგივეა. მათ კვლავ მიაქვთ იერიში ჩვენს პოზიციებზე. იღუპებიან ჩვენი ჯარისკაცები, ოფიცრები. მხოლოდ ამის შემდეგ სჯის მათ აზერბაიჯანი, თუმცა ახლა ისინი მსოფლიოს აუწყებენ და უმტკიცებენ, თითქოს აზერბაიჯანი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. ჩვენ არ დაგვირღვევია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჩვენ მხოლოდ საკადრისი პასუხი გავეცით პროვოკაციას. სანამ სომხეთი უარს არ იტყვის ამ პროვოკაციულ მოქმედებებზე, აზერბაიჯანის არმია კვლავაც საკადრისს მიუზღავს მათ.
სომხეთის მთავარი მიზანია შეინარჩუნოს სტატუს-ქვო. სამწუხაროდ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოთა თავკაცების მრავალრიცხოვანი განცხადებები სომხეთის ხელისუფლებაზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენენ. ეს განცხადებები იმაში გამოიხატება, რომ აშშ-ს, რუსეთისა და საფრანგეთის მეთაურებმა არა ერთგზის აღნიშნეს: სტატუს – ქვო მიუღებელია, ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს და საკითხმა უახლოეს დროში გადაწყვეტა ჰპოვოს.
სტატუს-ქვოს შეცვლა ნიშნავს იმას, რომ დამპყრობლებმა უნდა დატოვონ ოკუპირებული მიწები. სომხეთის ხელისუფლებას კი ეს არ სურს. მთავარი ამაში ის არის, რომ მათ უნდათ ეს ყველაფერი უსასრულო პროცესად გადააქციონ. უნდათ, რომ მოლაპარაკებები კიდევ ოც წელიწადს გაგრძელდეს. ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან არაგულწრფელად იქცევიან. ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად წამოწიეს განსაზღვრული წინადადება. ჩვენ მივესალმებით ამას. როგორც შეხვედრების მსვლელობისას, ასევე ოფიციალურ განცხადებებში მათ გამოხატეს საკუთარი მოსაზრება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანის ტერიტორიულმა მთლიანობამ დიდი მხარდაჭერა ჰპოვა. შეხვედრები მოწმობენ, რომ ამერიკის მხარე ძალიან დაინტერესებულია კონფლიქტის სასწრაფოდ მოგვარებით. ჩემთვის ცნობილია, რომ სომხეთის ხელმძღვანელობასაც მიეწოდა განსაზღვრული სიგნალები, გაეგზავნა კონკრეტული მესიჯები. ანუ ბოლო დროს თავიანთი ქვეყნების თანათავმჯდომარეები ცდილობენ საკითხის გადაწყვეტას. ჯერ არ დასრულებულა ატომური უსაფრთხოების სამიტი და სომხეთმა წამოიწყო ეს ბინძური პროვოკაცია, რითაც დიდ დარტყმას აყენებს სამშვიდობო პროცესებს. ის ცდილობს, ეს ყველაფერი აზერბაიჯანის დასადანაშაულებლად გამოიყენოს.
მათ ხელთარსებული საინფორმაციო საშუალებები, გამყიდველი პოლიტიკოსები, კორუმპირებული პოლიტოლოგები, მიმომხილველები რიგში არიან ჩამდგარნი, რომ ვინძლო აზერბაიჯანი დაადანაშაულონ. თუ ახლა ზოგიერთი ქვეყნის პრესას ყურადღებას მივაქცევთ, დავრწმუნდებით, რომ გაედინება მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია. აზერბაიჯანს ადანაშაულებენ. ვრცელდება დამახინჯებული ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების შესახებ.
დღეს სომხურმა არმიამ მიიღო ძალიან დიდი დარტყმა. პირველად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარების შემდეგ მასზე მიტანილი იქნა გამანადგურებელი დარტყმა. ისინი თავად არიან ამაში დამნაშავენი. მაგრამ ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანას და დანაკარგების დაფარვას. მოვისმინე, რომ სომხეთის ხელმძღვანელი ცდილობს მიაწოდოს საზოგადოებას ყალბი ინფორმაცია დანაკარგების შესახებ. ეს თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ მათ უბრალოდ სურთ საკუთარი ხალხის მოტყუება. დღეს სომხეთის მხარე იყენებს ყველა საშუალებას – დიასპორულ ორგანიზაციებს, საკუთარ აგენტებს სხვადასხვა ქვეყანაში, კორუმპირებულ პოლიტიკოსებს, რათა მთელი დანაშაული აზერბაიჯანის მხარეს გადმოაბრალოს.
ჩვენ არაფერში ვართ დამნაშავენი, ჩვენ მხოლოდ ვუპასუხეთ ამ პროვოკაციას და სწორადაც მოვიქეცით. თუ კი ჩვენს წინააღმდეგ ისევ განხორციელდება პროვოკაცია, ისინი ისევ დაისჯებიან. ეს პირველ რიგში, მეორეც ჩვენ ვიბრძვით საკუთარ მიწაზე, ჩვენ არ მოგვიხდენია სომხეთის მიწის ოკუპაცია. თუ სომეხ ჯარისკაცს სიკვდილი არ სურს, მაშინ მოშორდეს აზერბაიჯანის მიწას. მე არაერთხელ მითქვამს ეს და მსურს ვთქვა კიდევ ერთხელ.
სომხეთმა დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა, ის იგნორირებას უკეთებს გაეროს უშიშროების საბჭოს, უგულებელყოფს სხვა ორგანიზაციების დადგენილებებსა და რეზოლუციებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბარბაროსულად დაანგრია ყველა შენობა-ნაგებობა, ისტორიული, რელიგიური ძეგლები. ეუთოს მისია ფაქტების შესწავლის მიზნით ორჯერ იმყოფებოდა ოკუპირებულ მიწებზე. ჩვენ გაგვაჩნია მათი მონაცემები. ჩვენი მეჩეთები, საფლავები, ისტორიული ძეგლები, შენობები, მუზეუმები განადგურებულია, ყველა ფასეული საგანი კი – მოპარული. ეს არნახული ბარბაროსობაა. ერევნის ყველაზე მაღალი რანგის სავარძლებში მოკალათებულმა ჯალათებმა ჩაიდინეს ენით აუღწერელი გენოციდი ხოჯალიში, აგონ უნდა თუ არა მათ ამისთვის პასუხი?
ჩვენ ვავლენთ თავშეკავებულობას, მოთმინებას, კონსტრუქტივიზმს, თუმც 20 წელზე მეტია ვცხოვრობთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობებში, მით უმეტეს, ვცდილობთ, რომ საკითხი მშვიდობიანი გზით გადაწყდეს. მე არა ერთხელ განმიცხადებია ამის შესახებ და მსურს დღეს ისევ გავიმეორო, რომ ჩვენ საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა გვინდა. ჩვენ არ გვსურს ომი, არ გვინდა სისხლისღვრა, არ გვსურს იღუპებოდეს ახალგაზრდობა, დედები ცრემლებს ღვრიდნენ. დაე, ნუ დაიღვრება ნურც აზერბაიჯანელი და ნურც სომეხი დედის ცრემლი, მაგრამ ჩვენ საკუთარ უფლებებს ვითხოვთ.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ ყველაფრის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა გვსურს. ჩვენ არ ვართ მოწოდებულნი მონაწილეობა მივიღოთ დაუსრულებელ პროცესებში მხოლოდ საჩვენებლად. ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ შუამავლებს, ეს იცის სომხეთის მხარემაც. სხვა გზა არ არსებობს. თუ სომხეთის ხელისუფლება საკუთარი ხალხის მომავალზე ფიქრობს, მაშინ მან ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. სომხეთში გაბატონებული კრიმინალურ დიქტატორული რეჟიმი თავის ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. სომხეთის დემოგრაფიული მდგომარეობა კრიტიკულ ზღვრამდე დავიდა, ეკონომიკა განადგურებულია, ყველა თავისუფლება დარღვეულია, გამეფებულია დიქტატურა. კრიმინალური რეჟიმი პირველ რიგში, სომეხი ხალხის მტერია. ამიტომაც მათი მომავალი მეზობელ ქვეყნებთან ნორმალურ ურთიერთობებზე გადის. მაგრამ რომელ ნორმალურ ურთიერთობებზე შეიძლება საუბარი, როცა შენ, 21-ე საუკუნეში ოკუპირებული გაქვს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი, განახორციელე გენოციდი და ამის შემდეგ გენოციდგამოვლილ ხალხს ადანაშაულებ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში?
მინდა გავიმეორო: აზერბაიჯანს უჭირავს პრინციპული პოზიცია. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არ წარმოადგენს, არც ყოფილა და არასდროს იქნება მოლაპარაკებების თემა. ეს კონფლიქტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ჩარჩოებში უნდა დარეგულირდეს. სხვა გზა არ არსებობს. რაც შეეხება მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომეხი ეროვნების მოსახლეობას, მათ მომავალშიც შეეძლებათ წყნარად განაგრძონ ცხოვრება აზერბაიჯანში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეებმა. აზერბაიჯანი მრავალეროვანი, მრავალკონფესიური ქვეყანაა, ის მრავალი ქვეყნისთვის მულტიკულტურალიზმისა და ტოლერანრობის მხარის მაგალითს წარმოადგენს.
ყველა კონფლიქტმა თავისი გადაწყვეტა უნდა ჰპოვოს ერთი პრინციპის საფუძველზე, ერის თვითგამორკვევის პრინციპი არ უნდა არღვევდეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სწორედ ამას გვკარნახობს ჰელსინკის საბოლოო აქტი. ამიტომაც მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ: ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ ჩვენს პრინციპულ პოზიციაზე. ამასთან, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისათვის და მომავალშიც შევეცდებით, რომ კონფლიქტმა ჰპოვოს მშვიდობიანი გადაწყვეტა. პარალელურად ჩვენ გავაძლიერებთ ჯარს. იმისთვის, რომ სომხეთის ამგვარი პროვოკაციები არ დარჩეს სათანადო პასუხის გარეშე. ვთვლი, რომ დღევანდელი დღე – 2 აპრილი მათთვის კარგ გაკვეთილად იქცევა.

Search in archive