2015-05-28

რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2015 წლის 28 მაისს რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით  აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ ქ. ბათუმში გამართა საზეიმო ღონისძიება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ქ.ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქ. მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, რაჭა- ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის  რეგიონის ქ. ამბროლაურის  მერი რატი ნამგალაძე,  ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლობჟანიძე, აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი, ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ქ. ბათუმში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, აჭარის არ  მთავრობის აპარატის, მერიის და სამინისტროების თანამშრომლები, ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ტერმინალ ქულევის და კომპანია “SOCAR” ის წარმომადგენლები, ინტელიგენცია და აზერბაიჯანული დიასპორა.

ღონისძიება გაიხსნა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნებით. გენერალურმა კონსულმა გუსეინ ნაჯაფოვმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა წარმოადგენს 1918-1920 წლიდან არსებული აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეს. 97 წლის წინათ, 1918 წლის 28 მაისს ქალაქ თბილისში მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელმაც პირველად მუსულმანურ აღმოსავლეთში დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შესახებ გამოაცხადა. აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას გააჩნდა თავისი პარლამენტი, მთავრობა, ჯარი, ფულადი ერთეული და სხვა სახელმწიფოებრივი ატრიბუტები. გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ პირველად მუსულმანურ აღმოსავლეთში, აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მისცა უფლება ქალებს მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. 23 თვიანი არსებობის მიუხედავად აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ  გაატარა უდიდესი სამუშაოები. 1920 წლის აპრილის ოკუპაციამდე აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა 26 მა ქვეყანამ, 19 მათგანთან კი დამყარდა დიპლომატიური ურტიერთობები. აღსანიშნავია, რომ აქ ბათუმში, ასევე გაიხსნა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა. გენერალურმა კონსულმა აღნიშნა, რომ მიუხედავად სომხეთის  მხრიდან აგრესიისა, რის შედეგადაც ოკუპირებულია ქვეყნის 20 % აზერბაიჯანმა მიაღწია უდიდეს წარმატებებს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ სფეროებში. ეს მიღწევები კი უკავშირდება მრავალი წლის განმავობაში აზერბაიჯანის საერთონაციონალური ლიდერის ჰეიდარ ალიევის სახელს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ამჟამინდელი წარმატებული გარდაქმნები, გაგრძელებაა საერთონაციოონალური ლიდერის ჰეიდარ ალიევის შორისმჭვრეტელი პოლიტიკისა. გენერალურმა კონსულმა დამსწე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ევროპულ თამაშებზე, რომლებიც იმართება ამა წლის 12-28 ივნისს აზერბაიჯანში.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ სიტყვით გამოსვლისას  აზერბაიჯანელ ხალხს მიულოცა რესპუბლიკის დღე. მან აქვე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღის  გამოცხადება ეს მნიშვნელოვანი ზეიმია და დიდი სიამოვნებით იზიარებს ამ დღეს აზერბაიჯანელ ხალხთან ერთად. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და აზერაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა სეიქმნა მრავალსაუკუნოვანი მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების საფუძველზე. თავის სიტყვაში ავთანდილ ბერიძემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არის ძლიერი და აყვავებული სახელმწიფო და ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი ილხამ ალიევი არის  განათლებული სახელწიფოს მეთაური. დასასრულს მან კიდევ ერთხელ მიულოცა აზერბაიჯანელ ხალს რესპუბლიკის დღე და უსურვა მშვიდობა და აყვავება.

ღონისძიებაზე აჩვენეს ვიდეორგოლი ”ბაქო 2015 - ევროპული თამაშები”, რომელიც მომზადდა აზერბაიჯანის ოლიმპიური კომიტეტის მიერ.

 

 

Search in archive