2016-06-15

ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსულის რაშად ისმაილოვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი ნახჭევანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი დელეგაცია ორ მხარეს შორის მჭიდრო კავშირების და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოვების მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარის ვასიფ თალიბოვის მოწვევით 2016 წლის 11–14 ივნისს ვიზიტით ესტუმრა ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას. ვიზიტის დროს დელეგაციას თან ახლდა საქართველოს ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული რაშად ისმაილოვი.

ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა დელეგაციამ ქალაქ ნახჭევანის მთავარ მოედანზე ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამაარსებლის და აღმშენებლის ჰეიდარ ალიევის დიდებული ძეგლი და პატივი მიაგეს დიდი პიროვნების ხსოვნას. სტუმრებმა დაათვალიერეს ჰეიდარ ალიევის მუზეუმი. მუზეუმში მათ მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მდიდარი ცხოვრების გზის, მრავალმხრივი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდების ამსახველი ექსპონატების შესახებ. საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მუზეუმის სამახსოვრო წიგნში ჩაწერა საკუთარი შთაბეჭდილებები.

ამის შემდეგ გაიმართა დელეგაციების შეხვედრა ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარის ვასიფ თალიბოვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მონაწილეობით.

უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის დღესაც წარმატებით გრძელდება კეთილმეზობლური ურთიერთობები და თანამშრომლობა, რომლის საფუძველიც ჩაეყარა 2012 წელს, მან მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ამ ურთიერთობების გაგრძელებისთვის მოწვევის მიღებისა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტისთვის.

უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები ორივე მხარის ძალისხმევით წლიდან წლამდე ფართოვდება. ამჟამად ურთიერთობები სავაჭრო–ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში იმაზე მიუთითებენ, რომ ამ თანამშრომლობას გააჩნია დიდი პოტენციალი. ორივე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებულმა ურთიერთობებმა შექმნეს კარგი საფუძვლები განათლების სფეროში თანამშრომლობისათვის. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობებს ჯანდაცვის სფეროში. აჭარელი ბავშვების სამკურნალოდ ნახჭევანში ჩამოსვლა არის ორი მხრიდან ახალი თაობის ჯანსაღ აღზრდაზე ზრუნვის გამოვლინება. ჩვენ წელსაც გავაგრძელებთ ჩვენი ძმების - აჭარელი ბავშვების მკურნალობას. ჩვენმა გაღრმავებულმა თანამშრომლობამ წარმოიშვა პირდაპირი სატრანსპორტო კავშირის შექმნის საჭიროებაც. გაიხსნა ნახჭევანი–ბათუმის ახალი საავტობუსო მარშრუტი. ყველაფერი ეს უზრუნველყოფს უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ორ ავტონომიურ რესპუბლიკას შორის. უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ჩვენი ურთიერთობები – ძმური ურთიერთობებია“, ასევე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას ნახჭევანი–აჭარის ურთიერთობების, როგორც აზერბაიჯანი–საქართველოს ურთიერთობების შემადგენელი ნაწილის, გასაგრძელებლად და სხვა დარგებშიც განსავითარებლად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოწვევისა და გამოხატული გულწრფელი დამოკიდებულებისათვის, ასევე მან კმაყოფილება გამოხატა ნახჭევანში ყოფნით. სტუმარმა აღნიშნა, რომ ორ ავტონომიურ ორგანოს შორის განხორციელებულმა ორმხრივმა ვიზიტებმა, ქალაქ ნახჭევანსა და ბათუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერამ თავისი შედეგი გამოიღო და გასულ პერიოდში ურთიერთობები სწრაფად განვითარდა. დღეს აჭარისა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის არსებობს ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო. ამჟამად ვითარდება ურთიერთობები სავაჭრო–ეკონომიკურ, განათლების, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო სფეროებში.

არჩილ ხაბაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კმაყოფილია ნახჭევანის არსებული ეკონომიკური პოტენციალით და განაცხადა, რომ მომავალშიც გამოყენებული იქნება ძალისხმევა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები, გამოხატეს რწმენა, რომ თანამშრომლობა უფრო გაფართოვდება, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოსურათი.

Search in archive