2016-09-23

მინისტრი აზეიბაჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე აზეირბარჯანის გენერელურ კონსულს რაშად ისმაილოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო გაღრმავებას და მოახლოებულ ციტრუსის სეზონზე იმპორტის საკითხებს.

ლაშა კომახიძემ, სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აზეირბაჯანის ელჩმა განაცხადა, სასოფლო-სამეურნეო დარგში თანამშრომლობას აჭარა -აზეიბარჯანის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს განკუთვნილი. შეხვედრის დასასრულს რაშად ისმაილოვმა და ლაშა კომახიძემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

Search in archive