2016-12-12

დღეს სასტუმრო ,,დივანში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ბათუმში გენერალური კონსულის რაშად ისმაილოვის სახელით გამართულ მიღებას ასევე აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები,

დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის წინამძღვრობით დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიაში. ზურაბ პატარაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ჰეიდარ ალიევის როლს აზრებაიჯანის სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე.

,,ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისათვის,რომ პატივი მივაგოთ აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს-ჰეიდარ ალიევს. 13 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო,რომ ის იყო საქართველოს დიდი მეგობარი. მისი დამსახურებაა აზერბაიჯანის ძალიან ბევრი წარმატება როგორც პოლიტიკურ არენაზე, ისე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა. ჰეიდარ ალიევმა დიდი როლი ითამაშა ამ ურთიერთობებისგაძლიერებაში და გაღრმავებაში. მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოს,რომელმაც დაგვპატიჟა დღევანდელ ღონისძიებაზე. დღეს აქ შეკრებილია დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის დიასპორა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება. ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და დავრჩებით ჩვენი მეგობარი ქვეყნის გვერდით"-აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ პატარაძემ.

Search in archive