news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 31 mart 2016

31 მარტი აზერბაიჯანელთა გენოციდის დღეა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გამოჩნდა ჩვენი ხალხის წარსულის შესახებ ობიექტური სურათის შექმნის შესაძლებლობები. ცნობილი ხდება არც თუ შორეულ წარსულში გასაიდუმლოებული ფაქტების, აკრძალული თემების შესახებ, ადრე დამახინჯებული მოვლენები დღეს რეალური, ჭეშმარიტი შეფასებების საგანი გახლავთ.
აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მიერ 1998 წელს ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად 31 მარტს აზერბაიჯანელთა გენოციდის დღე აღინიშნება.
1918 წლის 31 მარტს, პარტია „დაშნაკციუტიუნის“ (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკციუტუნი“) ბანდფორმირებებმა ბაქოს კომუნის ბოლშევიკური ხელისუფლების მხარდაჭერისას თურქული კვარტლის უიარაღო, მშვიდობიან მოსახლეობაზე სისხლიანი ანგარიშსწორება განახორციელეს. კონტრრებოლუციის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით განხორციელდა მშვიდობიანი აზერბაიჯანული მოსახლეობის განადგურება, აზერბაიჯანულ კვარტლებს ესროდნენ შენობების სახურავებიდან და ზღვიდან საზღვაო არტილერიის საშუალებით. ამ ვანდალური აქტის შედეგად დაიღუპა 12 ათასამდე მოქალაქე. განუკითხაობა ბაქოში 30 მარტიდან 2 აპრილამდე გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში ბაქოსა და მის მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში მოკლეს 50 ათასი ადამიანი, განადგურდა მეჩეთები, სქოლები, არქიტექტურული ძეგლები.
მუსლიმანი მოსახლეობის უმოწყალო ჟლეტას ხელმძღვანელობდა რევოლუციური თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სტეპან შაუმიანი, ხოლო წითელი არმიის შტაბის ხელმძღვანელი ბაქოში იყო მეფის არმიის პოლკოვნიკი, დაშნაკთა პარტიის წევრი ზ. ავეტისიანი.
ბაქოში (ბაქოს გუბერნიის აღმოსავლეთი ნაწილი) განხორციელებული ეთნიკური წმენდის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტა გაგრძელდა შამახინსკის, გუბინსკის მხარეებსა და აზერბაიჯანის სხვა რეგიონებში.
მოსახლეობის უსაფრთხოება აღდგა მხოლოდ 15 სექტემბერს კავკასიის ისლამური არმიის მოსვლის შემდეგ.
1918 წლის მარტ-აპრილის მოვლენები მხოლოდ ერთი ფურცელია ჩვენი ხალხის ტრაგიკული ისტორიისა. მეოცე საუკუნის განმავლობაში გენოციდებს შეეწირა და დეპორტაცია განიცადა 2 მილიონზე მეტმა აზერბაიჯანელმა. საკუთარ ისტორიულ მიწაზე აზერბაიჯანელი ხალხის შევიწროება ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს. 1948-53 წლებს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ასობით ათასი აზერბაიჯანელი გამოასახლეს სომხეთიდან. ეთნიკური წმენდის ახალი ეტაპი მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს განხორციელდა, როცა სომხური აგრესიის შედეგად დაიჭრა და დაიღუპა ათეულობით ათასი აზერბაიჯანელი, ხოლო ასეულობით ათასი მოქალაქე ლტოლვილად იქცა.

 

http://adjaraps.com/?p=1921

Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა