2022-08-10

აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ბათუმში გამართულ კონცერტზე "მუსიკალური ღამე" გამოვიდნენ

აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ბათუმში გამართულ კონცერტზე "მუსიკალური ღამე" გამოვიდნენ

 

თბილისი, 9 აგვისტო, AZERTAC

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის გიული კუბლაშვილის კომპოზიციებისაგან შემდგარი კონცერტი სახელწოდებით „მუსიკალური ღამე“ გაიმართა.

აზერბაიჯანის გენერალურმა საკონსულომ ბათუმში განუცხადა AZERTAC-ს, რომ საკონცერტო პროგრამაში გამოდიოდნენ ახალგაზრდა მუსიკოსები და მომღერლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის აზერბაიჯანული დიასპორის ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრები.

ამ ღონისძიებაში აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მონაწილეობის მთავარი მიზანია აზერბაიჯანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების განვითარება და აზერბაიჯანული მუსიკისა და ცეკვების პოპულარიზაცია. მუსიკოსების მიერ შესრულებულ სიმღერებსა და ცეკვებს ოვაციებით შეხვდნენ. მათი გამოსვლების დროს სცენაზე აზერბაიჯანისა და საქართველოს დროშები გამოიფინა.

კონცერტის ორგანიზატორმა ჯგუფმა მადლობა გადაუხადა გენერალურ საკონსულოს ფინანსური მხარდაჭერისთვის და ეს ნაბიჯი აზერბაიჯან-საქართველოს კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობად შეაფასა.

Search in archive