2023-10-03

თორნიკე რიჟვაძე: დიდი სიამოვნებით აღვნიშნავთ ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ბათუმში.

მოხარული ვართ და ვამაყობთ, რომ ბათუმში აღვნიშნავთ აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, მსოფლიო დონის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავს.

 

ამის შესახებ AZERTAC-თან ინტერვიუში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით: „დღეს ჩვენი სიხარული ორმაგია, რადგან ბათუმში შავი ზღვის მე-10 მუსიკის ფესტივალში ბევრი ცნობილი არტისტი, მათ შორის მეგობარი აზერბაიჯანის ხელოვნების ოსტატი მონაწილეობს. მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებსა და პარტნიორებს ამ მნიშვნელოვან დღეს.  ჩვენს ქვეყნებს ვუსურვებთ უფრო მყარ მეგობრობას და პარტნიორობას“.

მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ჩვენს ურთიერთობას საფუძველი ჩვენი ერების დიდმა ლიდერებმა ჩაუყარეს. ჩვენი სახელმწიფოები ყოველწლიურად ძლიერდებიან. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა.

 

„ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ემსახურება ჩვენი ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა თ.რიჟვაძემ.

Search in archive