2024-03-07

დღეს აზერბაიჯანი 1990 წლის 20 იანვრის ტრაგედიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს

მეოცე საუკუნე ყოფილი ამიერკავკასიის რესპუბლიკების ისტორიაში მრავალი პერიპეტიითა და სისხლიანი დღეებით ჩაიწერა.

ამ ისტორიამ უამრავი პარალელი გაავლო განსაკუთრებით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ცხოვრებაში, დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდი, ანექსია, ომები და ტრაგედიები, საბჭოთა იმპერიის უღელი, კვლავ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა თუ პოსტსაბჭოური პერიოდის განსაკუთრებული სიმძიმე – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც ჩვენმა ხალხმა ერთად გამოიარა, ვიდრე დღევანდელი დღე დადგებოდა…

ამ გზას ერთ პუბლიკაციაში ვერ ამოწურავ, ამიტომ არც გვაქვს პრეტენზია ყველა ისტორიული მომენტის დეტალურად განხილვისა, ჩვენი მცდელობა დღეს მხოლოდ უმთავრესი მოვლენების გახსენებითა და მათ შორის პარალელების გავლებით შემოიფარგლება, თემაზე აქცენტის გაკეთება კი 1990 წლის 20 იანვრის ბაქოს იმ სისხლიანი მოვლენების გახსენებამ გვიკარნახა, რაც ქართველებმა დაახლოებით 1 წლით ადრე, 1989 წლის 9 აპრილს გადავიტანეთ…

თუმცა ამ ყველაფერს წინ უძღვოდა საბჭოთა რეჟიმის სამოცდაათწლიანი უღელი და ჩვენი ხალხის დაუოკებელი ლტოლვა დამოუკიდებლობისა და თვითგამორკვევისაკენ.

1918 წლის აპრილ-მაისში აზერბაიჯანიც და საქართველოც ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკაში შედიოდნენ. 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა და საქართველომ იმავე დღეს, ხოლო აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ, ორი დღის შემდეგ, 28 მაისს, თბილისში  გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

ჩვენმა ქვეყნებმა დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსი ფაქტობრივად 2 წელიწადნახევრის მანძილზე შეინარჩუნეს, 1921 წელს საბჭოთა იმპერიამ ჯერ აზერბაიჯანის, ხოლო რამდენიმე თვეში საქართველოს უკანონო ანექსია – ოკუპაცია მოახდინა…

საბჭოთა აზერბაიჯანსა და საბჭოთა საქართველოში კომუნისტურმა რეჟიმმა 70 წელი იბატონა, მაგრამ ჩვენს ხალხში თავისუფლების სურვილი წლებმა, ისტორიამ თუ საბჭოთა მმართველობის აგიტაცია-პროპაგანდის მძლავრმა მანქანამ მაინც ვერ ჩაახშო. 80-იანი წლების ბოლოს, უკვე ძირმომპალი იმპერიის მმართველების მიერ გამოცხადებული ე.წ. პერესტროიკის კვალდაკვალ ნელ ნელა აეხადა ფარდა საგულდაგულოდ გადამალულ სიმართლეს და აგორდა თავისუფლების მძლავრი ტალღა, თანაც ისეთი, რომლის შეჩერება უკვე არავის და არაფერს შეეძლო…

1989 წელს, ლიღმის ასამბლეაზე აფხაზებმა ავტონომიის საქართველოდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გადატანა მოითხოვეს. აქციები დაიწყო, სულ მალე აფხაზეთის საკითხი მოიხსნა და დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა. მოშიმშილეებს ეროვნულის გარდა თითქოს ყველა სხვა იდენტობა უკანა პლანზე გადაეწიათ, 9 აპრილის ღამეს კი შეკრებილი ახალგაზრდების უმეტესობამ ცხოვრებაში პირველად ნახა ტანკი – უზარმაზარი რკინის მონსტრი, რომელმაც ხალხთან ერთად მთელ ეგრეთ წოდებულ პერესტროიკასაც გადაუარა.

დაახლოებით  9 თვის შემდეგ, 1990 წლის 20 იანვარს იგივე ტანკები პირველად ნახეს ბაქოშიც, ტრაგედიის მიზეზი იმავე ხელწერით გახლდათ შესრულებული, 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა პერიოდში სტეფანაკერტად წოდებულ აზერბაიჯანულ ქალაქ ხანკენდში სომხური წარმოშობის მცხოვრებლებმა დაიწყეს მიტინგები ყარაბაღის სომხეთთან მიერთების მოთხოვნით, რაც შემდგომი კონფლიქტური პროცესების ერთ ერთ მთავარ კატალიზატორად იქცა. დაძაბულობა დღითი დღე იზრდებოდა, ამავდროულად იზრდებოდა აზერბაიჯანელი ხალხის სურვილი და ლტოლვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის აღდგენისაკენ, საბჭოთა ხელისუფლებისაგან კი კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირების არა ერთი მცდელობა განხორციელდა. საბოლოოდ საბჭოთა კგბ-სა და კრემლის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით, რკინის მონსტრებმა ბაქოს კიდევ უფრო მეტი სისასტიკიტ გადაუარეს…

  • შავი იანვარი (აზერ. Qara Yanvar), აგრეთვე ცნობილი როგორც შავი შაბათი ან იანვრის ხოცვა ბაქოში მშვიდობიან აზერბაიჯანელ მომიტინგეთა დარბევა საბჭოთა არმიის მიერ, 1990 წლის 20 იანვარს, რის შედეგადაც 130 ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანში შავ იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაბადების თარიღად მიიჩნევენ.

საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და 1990 წლის 20 იანვარის მოვლენები არსებითად იგივე იყო. ორივე შემთხვევაში მიზანს წარმოადგენდა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის თავისუფალი ნების გატეხვა და იმპერიისადმი დამორჩილება. ორივე შემთხვევაში, შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა. აზერბაიჯანელმა და ქართველმა ხალხმა მეოცე საუკუნის დასაწყისში დაარსებული დემოკრატიული რესპუბლიკების ტრადიციების დაცვით, აღადგინეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და მას შემდეგ, განავითარეს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები, აამაღლეს იგი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. სწორედ ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ ჩამოაყალიბა სამხრეთ კავკასიის თანამედროვე იმიჯი, გახსნა ჩვენი რეგიონი მსოფლიოსთვის და მდგრად განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.

  • დარწმუნებულნი ვართ, რომ ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა, აზერბაიჯანი და საქართველო, თავიანთი დიდებული ისტორიის, მათ შორის სისხლიანი მეხსიერების არდავიწყებით, მხარს დაუჭერენ ერთმანეთს და ურთიერთნდობით გააგრძელებენ გზას მეტი წარმატებისკენ

ამ ტრაგედიებიდან დიდი დრო გავიდა – სამ ათეულ წელზე მეტი… ყველას სხვადასხვაგვარად ახსოვს დეტალები, სიმბოლოები კი არ იცვლებიან. ერთი კია, რომ ტრაგიკული თარიღები ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანს, დიდსა და ამაღლებულს, მაგალითად თავისუფლებას უკავშიდებიან. არ იცვლება ტკივილი, სიამაყე, მოგონებები კი რამდენადაც გნებავთ… ამიტომ ხშირად ვეუბნებით ამ ტრაგედიებს შეწირულთა სულებს – უბრალოდ, მადლობა თავისუფლებისთვის!

https://adjaraps.com/?p=10394 

Search in archive