ბათუმში 28 მაისი – რესპუბლიკის დღე აღინიშნა
28 მაისი – რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მიერ ჩატარებულ იქნა სადღესასწაულო ცერემონია.
ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია თავამაიშვილმა, ქალაქ ბათუმის საბჭოს დეპუტატებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო აპარატის პასუხისმგებელმა თანამშრომლებმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა და საკონსულოს თანამშრომლებმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ჰოსეინ მაშჰადიმ, ქალაქ ბათუმში კომპანია სოკარის საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, ფოთის პორტის ყულევის ტერმინალის თანამშრომლებმა, მ. ფ. ახუნდოვის სახელობის საქართველო–აზერბაიჯანის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარემ ვიდადი ახუნდოვმა და აზერბაიჯანული სათვისტომოს წევრებმა, “AcaraTV”–ს მთავარმა რედაქტორმა სოსო სტურუამ და ბათუმში მოქმედი სხვა სათვისტომოების წარმომადგენლებმა.
ცერემონიის დასაწყისში გაჟღერდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.
ცერემონიის გახსნის სიტყვაში გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა აღნიშნა, რომ 1918 წლის 28 მაისს მიღებული „დამოუკიდებლობის დეკლარაცი“ით მუსლიმურ აღმოსავლეთში პირველად შეიქმნა საერო დემოკრატიული რესპუბლიკა, ასევე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰქონდა საკუთარი პარლამენტი, მთავრობა, ჯარი, ფულის ერთეული და სხვა სახელმწიფო სიმბოლიკა.
მან სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული სახელმწიფოებრიობის ტრადიციების აღდგენაში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის განსაკუთრებული როლის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ჩვენმა რესპუბლიკამ საკუთარი დამოუკიდებლობა აღადგინა 1991 წლის 18 ოქტომბერს.
მან აღნიშნა, რომ გასული 20 წლის განმავლობაში ჩვენმა რესპუბლიკამ და სახელმწიფოებრიობამ გაიარა მძიმე განსაცდელები და 1988 წლიდან აზერბაიჯანელი ხალხი, ჩვენი რესპუბლიკა ცხოვრობს სომხეთის მიერ ოკუპაციასთან დაპირისპირების პირობებში. მრავალი წელია, რაც მომხდარი კონფლიქტის ძირითადი არსის, აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხური მოსახლეობის საკუთარი თვითგამორკვევის განსაზღვრის საბაბით ოკუპირებულ იქნა აზერბაიჯანის მიწების 20%.
გენერალურმა კონსულმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ 1993 წლის მაისი–ივნისის თვეებში წარმოშობილი მძიმე სამთავრობო კრიზისის შედეგად ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, წარმოიშვა დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე და აზერბაიჯანელმა ხალხმა, როგორც ყველაზე მძიმე დღეების მოწმემ, მოითხოვა არსებული მთავრობის შეცვლა და საკუთარი ბედი კვლავ მიანდო გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს ჰეიდარ ალიევს.
ორატორმა განაცხადა, რომ საჭირო ეკონომიკური რეფორმები, რომლის საფუძველიც ჩაეყარა ჰეიდარ ალიევის მიერ, წარმატებით გრძელდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ და დღეს აზერბაიჯანი არის მსოფლიო მასშტაბით განვითარებული ქვეყანა.
ცერემონიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ გამოხატა საუკეთესო სურვილები რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, ასევე წაკითხულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მილოცვის წერილი აზერბაიჯანელი ხალხისადმი.
ამის შემდეგ სტუმრებს წარედგინა სპეციალურად მომზადებული მუსიკალური პროგრამა აზერბაიჯანელი და ქართველი მუსიკოსების შესრულებით.
პროგრამის ფარგლებში საცეკვაო ჯგუფის მიერ მომზადებულმა ცეკვამ „სარი გელინ“ სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ღონისძიება დასრულდა საინტერესო საკონცერტო პროგრამით.