news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 12 aprel 2016

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ბათუმში მოქმედმა „აჭარის საქართველო–აზერბაიჯანის საქველმოქმედო საზოგადოებამ“ განცხადება გაავრცელა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ბათუმში მოქმედმა „აჭარის საქართველო–აზერბაიჯანის საქველმოქმედო საზოგადოებამ“ გაავრცელა განცხადება სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილ ბოლო სამხედრო დივერსიებთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბოლო წლებში ძალადობამ და სამხედრო დივერსიებმა, რომლებსაც თან ახლავს სომხეთის მიერ აზერბაიჯანელი სამხედროების და სამოქალაქო მოსახლეობის დახოცვა, მიიღო მუდმივი ხასიათი. კონფლიქტის და მომატებული დაძაბულობის ძირითადი მიზეზია ის, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები რჩებიან აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს აზერბაიჯანელები მკაცრად გმობენ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილ ბოლო სამხედრო დივერსიებს და მხარს უჭერენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

„აჭარის საქართველო–აზერბაიჯანის საქველმოქმედო საზოგადოებამ“ სამძიმარი გამოუცხადა სამხედრო დივერსიების დროს მტერთან ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ საქართველოს აზერბაიჯანელები მხარს დაუჭერენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყველა გადაწყვეტილებას ჩვენი ოკუპირებული მიწების განთავისუფლებასთან დაკავშირებით“.

Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა