ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისდღისადმი მიძღვნილი საზეიმო შეკრება გაიმართა
18 ოქტომბერს ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისდღისადმი მიძღვნილი საზეიმო შეკრება გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე,განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიმერაბ ხალვაში, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი, ირანის გენერალური კონსულიჰუსეინ მაშადი, ბათუმში კომპანია სოკარისა და რეგიონის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
ღონისძიება გაიხსნა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნებით, შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართადა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ბათუმში რაშად ისმაილოვმა. გენერალურმაკონსულმა აღნიშნა, რომ 1993 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისწინამძღვრობით დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო უდიდესი მოვლენა ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ალიევისხელისუფლებაში დაბრუნება იყო ახალი ერის დასაწყისი აზერბაიჯანელი ხალხის ცხოვრებაში, რასაც მოჰყვა ახალიკონსტიტუციის მიღება და უამრავი რეფორმა თითქმის ყველა სფეროში, მისი სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგადაზერბაიჯანი აღიარებულია მთელ მსოფლიოში. სწორედ აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისძალისხმევით, 1994 წელს მოეწერა ხელი „საუკუნის შეთანხმებას“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, -აღნიშნა რაშად ისმაილოვმა დაკმაყოფილება გამოთქვა, რომ დიდი ლიდერის იდეები წარმატებით ხორციელდება ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ილჰამალიევის მიერ, რომელიც ღირსეულად განაგრძობს მამისეულ გზას აზერბაიჯანელი ხალხის ბედნიერიმომავლის მშენებლობისაკენ.
ღონისძიების დასასრულ გაიმართა ოფიციალური მიღება და კლასიკური მუსიკის კონცერტი.