news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 30 iyul 2014

არჩილ ხაბაძე ნახჭევანის დელეგაციას შეხვდა

დღეს, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ნახჭევანის ა.რ. უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარეს ვასიფ თალიბოვს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის რეგიონებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გამტკიცებას კულტურის, სპორტის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში. ნახჭევანისა და აჭარის რეგიონებს შორის უკვე წლებია რაც მჭიდრო ურთიერთობები არსებობს.

„მოგეხსენებათ, რომ ნახჭევანისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის არის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. ასევე მოქმედებს ასთმით დაავადებული ბავშვების ნახჭევანში მკურნალობის პროგრამა. გვსურს ჩვენი კულტურა გავაცნოთ ნახჭევანში მცხოვრებთ და პირიქით, ნახჭევანის კულტურა გავაცნოთ ჩვენს მოსახლეობას. ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა უნდა გადავიდეს ახალ ფაზაში, რისი სურვილი და ინტერესიც ორივე მხარეს აქვს,“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

„ჩვენ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა 2012 წლიდან გვაკავშირებს. კულტურული დღეები ჩატარება აჭარასა და ნახჭევანში, რაც რეგიონებს შორის კავშირს გაზრდის. დღეს მოვილაპარაკეთ, რომ სამკურნალოდ წავიყვანთ სოციალურად შეჭირვებული ოჯახების ბავშვებს ნახჭევანში და ასევე, ბათუმში ჩამოვლენ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები,“ - აღნიშნა ვასიფ თალიბოვმა.

 

Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა