კომპანია "Buta airways"-მა პირველი რეისი განახორციელა ბათუმის მიმართულებით
კომპანია "Buta airways"-მა პირველი რეისი განახორციელა ბათუმის მიმართულებით
თბილისი, 4 ივნისი, AZERTAC
კომპანია "ბუტა ეარვეისმა" 3 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო.
ამის შესახებ AZERTAC-ს ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოში განუცხადეს.
ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ფარვიზ ისმაილზადემ, აზერბაიჯანის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ზოიძემ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯერმა ალი ოზგურ ფაჰლივანმა, Buta Airways-ის წარმომადგენელმა ბათუმში და სხვა ოფიციალურმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის აეროპორტში Buta Airways-ის დახვედრის ცერემონიაში. .
ბათუმის აეროპორტში ბაქოდან ჩამოსულ სტუმრებს აზერბაიჯანის ეროვნული საცეკვაო ჯგუფი მუსიკით დახვდა.
მგზავრებმა ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები დააგემოვნეს.
ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება.