news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 05 avqust 2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს რაშად ისმაილოვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. 
 
ზურაბ პატარაძემ და რაშად ისმაილოვმა აჭარის რეგიონსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს დაუთმეს.
 
აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული მეგობარი ქვეყანაა. აზერბაიჯანი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული სამიზნე ქვეყანაა, სადაც სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს. აზერბაიჯანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მუდმუვად მზარდია.
 
Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა