news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 10 may 2016

ჰეიდარ ალიევის სახელობის აუდიტორია ბათუმის უნივერსიტეტში

10 მაისს ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მიერ ჩატარდა ღონისძიება ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადების 93–ე წლისთავთან დაკავშირებით.

ღონისძიება დაიწყო საკონსულოში მდებარე ეროვნული ლიდერის ბიუსტის ყვავილებით შემკობით და მისი ხსოვნის ერთ წუთიანი დუმილით პატივის მიგებით.

გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა საკონსულოში მიიღო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 30 სტუდენტი და ისაუბრა ჰეიდარ ალიევის ბრწყინვალე საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საქმიანობაზე აზერბაიჯანის ისტორიაში.

ამის შემდეგ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ეროვნული ლიდერის სახელობის „ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანმცოდნეობის ცენტრი“. გენერალური კონსული რაშად ისმაილოვი მიესალმა გახსნის მონაწილეებს და ისაუბრა ჰეიდარ ალიევის დამსახურებაზე აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და აღნიშნა, რომ სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად აზერბაიჯანმა დაიკავა თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიო საზოგადოებაში. გენერალურმა კონსულმა ხაზი გაუსვა ჰეიდარ ალიევის შეუცვლელ როლს გასული საუკუნის 90–იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში წარმოშობილი პრობლემების მოგვარებაში, ძლიერი ეკონომიკური განვითარების საფუძველის შექმნასა და გაწონასწორებული საგარეო პოლიტიკური კურსის დადგენაში, და განაცხადა, რომ განვითარების სტრატეგიამ, რომლის საფუძველიც დაიდო ჰეიდარ ალიევის მიერ, აზერბაიჯანი აქცია რეგიონის ლიდერ ქვეყნად.

გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა აღნიშნა, რომ „ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანმცოდნეობის ცენტრი“–ს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა ურთიერთობებთან დაკავშირებული კონფერენციების და გამოფენების ჩატარების, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აზერბაიჯანული ლიტერატურის, ისტორიისა და კულტურის უკეთ გაცნობის თვალსაზრისით.

სიტყვით გამოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელმაც ისაუბრა ლეგენდარული პიროვნების – ჰეიდარ ალიევის განსაკუთრებულ დამსახურებაზე აზერბაიჯანელი ხალხის წინაშე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და სხვა ოფიციალური პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, თურქეთის რესპუბლიკის და ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოების თანამშრომლები, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის და სამინისტროების, კომპანია „სოკარ–ჯორჯია“–ს თანამშრომლები, ავტონომიური რესპუბლიკის ინტელიგენცია და აზერბაიჯანელთა სათვისტომოს წევრები.

გამოსვლების შემდეგ გაიმართა ფილმის ჩვენება ჰეიდარ ალიევის ცხოვრებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ.

ბათუმში ჩატარებული ღონისძიება გაშუქდა ტელეარხი „Ajara TV“–ის მეშვეობით. http://ajaratv.ge/news/ge/887/haidar-alievis-sakhelobis.html

 

Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა