გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურების ერთობლივი ინფორმაცია სომხეთის ბოლო დივერსიის შედეგად სამოქალაქო პირებისა და ობიექტებისთვის მიყენებული ზარალის შესხებ
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურების ერთობლივი ინფორმაცია
ბოლო დღეებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ უხეშად დარღვეულ იქნა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები, აზერბაიჯანის ფრონტის გასწვრივ, ასევე შეხების ხაზისგან შორს მდებარე საცხოვრებელი პუნქტების და სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით ხორციელდება ინტენსიური სროლა მსხვილკალიბრიანი იარაღებიდან, ნაღმ და ყუმბარმტყორცნებიდან, საარტილერიო დანადგარებიდან.
2 აპრილს ჩადენილი მორიგი ამგვარი დივერსიის და დივერსიული აქტების შედეგად დაფიქსირებულია განსაკუთრებულად მძიმე და მძიმე დანაშაულებრივი ქმედებები, რომელბსაც თან ახლდა სამოქალაქო მოსახლეობის ეროვნული ნიშნით მტრული განზრახვით განზრახ დახოცვა, დახოცვის მცდელობა, მოქალაქეების კუთვნილი ქონების განადგურება. დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 10 მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანებები. მოქალაქეებს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური და მორალური ზიანი. მტრის არტილერიამ დარტყმები მიაყენა ერთი საშუალო სკოლის შენობას, მრავალ სახლს, ობიექტებს, საწარმოო დაწესებულებებს, მწყობრიდან გამოვიდნენ სატრანსპორტო საშუალებები, მაღალი ძაბვის ელექტროხაზები.
ამავე დღეს 08 საათზე ტარტარის რაიონის სოფელ გარაღაჯის ტერიტორიაზე გასროლილი ჭურვებიდან ერთ–ერთი დაეცა სოფელში მცხოვრები ჯალალ სადაის ძე რაჰიმოვის მართვის ქვეშ მყოფ „ვაზ–2107“ მარკის ავტომობილზე. შედეგად ავტომობილში მყოფმა მგზავრმა, 1993 წელს დაბადებულმა ორხან ვალეჰის ძე რაჰიმოვმა დაკარგა ორივე ფეხი და სისხლისდენის გამო ადგილზევე გარდაიცვალა. ავტომობილის მძღოლმა ჯალალ რაჰიმოვმა და ახლოს მყოფმა 1990 წელს დაბადებულმა რამინ რაფიგის ძე აჰმადოვმა მიიღეს ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები.
12:00 საათზე მტრის საარტილერიო ცეცხლის შედეგად ერთ–ერთი ჭურვი მოხვდა ამ დასახლებაში მცხოვრები ისა ალის ძე აჰმადოვის საცხოვრებელ ბინას. ი. აჰმადოვი ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით განთავსებულ იქნა ბარდის რაიონულ ცენტრალურ საავადმყოფოში.
19:20 საათზე რაიონის შიხარხის დასახლების ტერიტორიაზე გასროლილი ჭურვებიდან ერთ–ერთი დაეცა 1987 წელს დაბადებული სადიგ ნათიგის ძე ალიევის მართვის ქვეშ მყოფ „ნივა–2121“ მარკის ავტომობილზე. შედეგად ავტომობილში მყოფმა მგზავრმა, 1992 წელს დაბადებულმა ფარმან ელჩინის ძე ასადლიმ მიიღო ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ტრავმები და გარდაიცვალა სისხლდენის გამო. მძღოლმა და სხვა მგზავრმა, 1982 წელს დაბადებულმა მუბარიზ ვაგიფის ძე რაჰიმოვმა მიიღეს ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები.
20:00 საათზე საცხოვრებელი სახლის მახლობლად სომხური სამხედრო გაერთიანებების მიერ გასროლილი ზარბაზნის ჭურვის აფეთქების შედეგად აღდამის რაიონის სოფელ აფატლის მკვიდრმა, 1953 წელს დაბადებულმა ჯუმშუდ ისლამის ძე ჰუსეინოვმა მიიღო მძიმე ტრავმა წელის არეში და დაუყოვნებლივ განთავსებულ იქნა საავადმყოფოში.
21:00 საათზე სოფელ სეიდიმლის ტერიტორიაზე გასროლილი ჭურვებიდან ერთ–ერთი მოხვდა სოფლის მკვიდრის, 1951 წელს დაბადებული ვაჰიდ ვალის ძე ვალიევის საცხოვრებელ ბინას და მძიმედ დაიჭრა მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი, 2003 წელს დაბადებული სანან ვალიზადე.
2 აპრილს გორანბოის რაიონის სოფელ გარგუჯაგის მკვიდრი, 1938 წელს დაბადებული აბდულაზიმ მურსალის ძე იბრაჰიმოვი და სოფელ ტაპგარაგოიუნლუში მცხოვრები, 1974 წელს დაბადებული აბბას შირასლანის ძე ალლაჰვერდიევი გახდნენ მტრის მიერ გასროლილი ჭურვის მსხვერპლნი და მძიმედ დაიჭრნენ.
სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ გასროლილი ჭურვებიდან ერთ–ერთმა სრულიად დაანგრია ქალაქ ტარტარის მკვიდრის, 1949 წელს დაბადებული ოლგა ივანის ასულ კრუგლოვას საცხოვრებელი ბინა.
აღნიშნულ ყველა ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, მიმდინარეობს გამოძიება.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბატონი ილჰამ ალიევის მიერ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე წამოყენებული დავალებების შესრულების, ასევე იმ რაიონების ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს საბრძოლო ოპერაციები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამართალდამცავი ორგანოების მიერ ხორციელდება ყველა ღონისძიება, ხდება საოპერაციო პირობების გაკონტროლება.