news banner image Desktop news banner image Mobile
ᲞᲠᲔᲡ - ᲠᲔᲚᲘᲖᲘ 17 oktyabr 2020

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

2020 წლის 17 ოქტომბრის ღამეს, დაახლოებით 01:00 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს აზერბაიჯანის ქალაქ განჯას. ეს არის ახალი აგრესიის დაწყების შემდეგ, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ზედიზედ მესამე,  საზარელი თავდასხმა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქზე, რომელიც მდებარეობს ფრონტის ხაზისგან შორს, რასაც სერიოზული მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. დაიღუპა 14 სამოქალაქო პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი, 48-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

სომხეთის მხრიდან განზრახი და განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, აგრეთვე გამოცხადებული ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის უხეში დარღვევაა, მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობა წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ. პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე მთლიანად სომხეთის ხელმძღვანელობას ეკისრება.

უნდა შეწყდეს სომხეთის განუწყვეტელი აგრესია, სასტიკი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს სომხეთის ამ არაადამიანურ ქმედებებზე აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ უკიდურესად ვგმობთ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ საშინელ თავდასხმებს და ამ აგრესორ სახელმწიფოს მოვუწოდებთ ბოლო მოუღოს თავის სამხედრო დანაშაულებებს. სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც ტერორს იყენებს როგორც სახელმწიფო პოლიტიკას, პასუხისმგებელია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების ბრძანების გაცემაზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკა აცხადებს, რომ ეროვნული და საერთაშორისო სამართლის მექანიზმების საფუძველზე, ამ დანაშაულში დამნაშავეები გაასამართლებენ.

 

Paylaş

Ყველა უფლება დაცულია. დაგვიკავშირდით ნებისმიერი ლიცენზირებული მასალის გამოსაყენებლად.
Კონფიდენციალურობის პოლიტიკა