ქალაქ ბათუმში გენერალურ საკონსულოში შეხვედრა ბათუმში აზერბაიჯანელთა სათვისტომოს წარმომადგენლებთან
ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოში ჩატარდა შეხვედრა ბათუმში აზერბაიჯანელთა სათვისტომოს წარმომადგენლებთან
ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ბოლო დღეებში სომხეთის დივერსიის შედეგად ჯარების შეხების ხაზზე მომხდარ მოვლენებზე. როგორც აღნიშნა გენერალურმა კონსულმა, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გადადგეს საჭირო ნაბიჯები, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნას სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება, თავიდან აცილებულ იქნას სომხეთის დივერსიები და დაპყრობითი საქმიანობა.
რაშად ისმაილოვმა განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ყოველთვის იყვნენ ჩვენი ქვეყნის მეთაურის ყურადღების ცენტრში და აზერბაიჯანის მთავრობა ყველანაირად მხარს უჭერს და ამის შემდეგაც მხარს დაუჭერს, რათა დიასპორა იყოს უფრო აქტიური.
ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა აჭარის საქართველო–აზერბაიჯანის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე ვიდადი ახუნდოვი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი მაღალ შეფასებას აძლევს ბათუმში აზერბაიჯანელთა სათვისტომოს წარმომადგენელთა შეხვედრას და ისინი ამის შემდეგაც აქტიურად იბრძოლებენ აზერბაიჯანელობისთის.