ქალაქ ბათუმში საპროტესტო აქცია სომხეთის ჯარის ბოლო სამხედრო დივერსიების წინააღმდეგ
გენერალური საკონსულოს წინ შეიკრიბა აზერბაიჯანელ სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სწავლობენ საქართველოს ქალაქ ბათუმში, მათ შორის, აზერბაიჯანელი სტუდენტების მხარდამჭერი ქართველი სტუდენტები და ჩაატარეს საპროტესტო აქცია სომხეთის ჯარის ბოლო სამხედრო დივერსიების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც ხელში ეკავათ აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშები, გაახმოვანეს ლოზუნგები: „ყარაბაღი ჩვენია!“, „გაუმარჯოს საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობას და ძმობას!“. აქციაზე სიტყვით გამოსულებმა მკაცრად დაგმეს სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა და ოკუპანტ სომხეთს მოსთხოვეს, რომ შეწყვიტოს დაპყრობითი პოლიტიკა.
აქცია გაშუქებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია „AJARA TV“–ის მეშვეობით.